ბოკუჩავა ია
ბოკუჩავა ია

ბოკუჩავა ია ჯემალის ასული (29.IX.1963 ქ. თბილ.), მათემატიკოსი, დოქტორი (2006). დაამთავრა მათემატიკის აკადემია. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. საშ. სკოლა (1980), თსუ–ის მექან.- მათ. ფაკ-ტი (1985), თსუ–ის ალბათობის თეორიის და მათ. სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა, პროფ. ა. შირაევისა და ე. ხმალაძის ხელმძღვანელობით (1985-1989). იყო თსუ–ის სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნ.-კვლევითი ლაბორატ. უმცრ. მეცნ. თანამშრომელი (1990-2006). დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ამერიკული ოფციონის ოპტიმალური გაჩერების ამოცანა უწყვეტი პროცესის შემთხვევაში”. საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტის ძირითადი მონაწილე (2006-2009). თბილისში დააფუძნა ფაინარტ გალერია (2010), ქართ. ხელოვნების გალერეა. გალერეა იარტის ხელმძღვ. (2015-დან). გალერეას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და გამოსცა შესაბამისი კატალოგები. გალერეა ჩართულია საერთაშ. პროექტებში. უცხოელ პარტნიორთან ერთად დააფუძნა ქართ. მხატვრობის პირველი პერიოდული - BI აუქციონი (2016).