ბოკერია მარინე ნიკოლოზის ასული
ბოკერია მარინე ნიკოლოზის ასული

ბოკერია მარინე ნიკოლოზის ასული (18.I.1939-03.II.2024, თბილისი), გეოგრაფი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (1991). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1961), ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით. ამავე წელს დაიწყო მუშაობა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქალაქის ტერიტორიულ-სამრეწველო კომპლექსის ფორმირების ეკონ.-გეოგრ. პრობლემები (რუსთავის მაგალითზე)“ (1979). მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის ეკონ. გეოგრაფიის კათ-ზე (1991-დან). 2005-2017 არჩეული იყო თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების ასოირებულ პროფესორად, იყო მოწვეული ლექტორი (2017-2020). თსუ-ში კითხულობდა სალექციო კურსს შემდეგ საგნებში: მრეწველობის გეოგრაფია, ტრანსპორტის გეოგრაფია, საერთაშ. ურთიერთობების გეოგრაფია, ამერიკის გეოგრაფია, საქართვ. სოც. და ეკონ. გეოგრაფია, ეკონ. და სოც. გეოგრაფიის საფუძვლები და მსოფლ. მეურნეობის გეოგრაფია. მონაწილეობდა სამეცნ. საგრანტო პროექტებში. 2000-2003 მუშაობდა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე: მიმდებარე ტერიტორიის მრეწველობა, საქართვ. პორტები და საზღვაო ტრანსპორტი. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ბ. მ. გარკვეულ პერიოდში ხელმძღვანელობდა თსუ-ის საზ. გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საველე პრაქტიკებს და ჩართული იყო საფაკულტეტო სამეცნ. კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში. გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ-ბის გამგედ (2022-დან). ბ. მ.-ს გამოქვეყნებული აქვს 95 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 5 კოლექტიური მონოგრაფია, 10 სახელმძღვანელო გეოგრაფიაში (თანაავტორებთან ერთად). შესრულებული შრომები ეძღვნება მრეწველობის ტერიტ. ორგანიზაციის პრობლემებს, სოციალური ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, საგარეო ეკონ. ურთიერთობების და ტურიზმის საკითხებს. ბ. მ. იყო თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის. წევრი.

 თხზ: ბოკერია, მ. (თანაავტორი). (1989). თბილისი, ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა. თბ.; ბოკერია, მ. (თანაავტორი). (2003). გეოგრაფია, ნაწ. II: სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია. თბ.; ბოკერია, მ. (თანაავტორი). (2007). გეოგრაფია VIII კლ. თბ.; ბოკერია, მ. (თანაავტორი). (2010). მსოფლიო მეურნეობის გეოგრაფიის სავარჯიშოების და ტესტების კრებული პრაქტიკული მეცადინეობებისათვის. თბ.; ბოკერია, მ. (თანაავტორი). (2013). საქართველოს გეოგრაფია. თბ.; Bokeria, M. (თანაავტორი). (2023). Changes in Hotel Management During the COVID-19 Pandemic and Post-pandemic Periods in Georgia, Georgian Geographical Journal, Vol.3 No.1; Bokeria, M. (თანაავტორი). (2023). Development Potential of MICE Tourism in Georgia: A Case Study of Tbilisi and Batumi, Georgian Geographical Journal, Vol.3, No.2.