ბლიაძე თეიმურაზ გერასიმეს ძე (08.IV.1947, ხაშური), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970). მუშაობდა თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში, იყო ჯერ უმცრ. მეცნიერ–თანამშრომლი (1975), უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2005), ხოლო შემდეგ მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2021). იყო ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (2005), დაივა დისერტაცია თემაზე:„სეტყვის მარცვლების ზრდის პროცესის ექსპერიმენტული მოდელირება“(2005). მიენიჭა აკადემ. დოქტორის ხარისხი (2008). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,"თბილისური სმოგი" და მასთან ბრძოლის საშუალებები” (თსუ მეცნიერება, 2012, N2); ,,ატმოსფერული პროცესების ექსპერიმენტული მოდელირება თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დიდ ღრუბლოვან კამერაში. წარსული, აწმყო, განვითარების პერსპექტივები“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში: ისტორია, თანამედროვე პრობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. თსუ-ის შრომები, 2024); ,,ანგსტრომის ხანძრის ინდექსის შედარება ბაქოს (აზერბაიჯანი) და თბილისის (საქართველო) ტერიტორიისთვის“ (1-ლი საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:გეოფიზიკის თანამედროვე პრობლემები. თსუ-ის შრომები, 2025).
თხზ.: ბლიაძე, თ. (თანაავტორი). (2012). ფოტოქიმიური სმოგი თბილისში. თბ., მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, თბ.