ბლიაძე მაია გოდერძის ასული (13. II. 1965, ქ. თბილისი), გეოგრაფი, პედაგოგი, მეთოდისტი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2005), ევროპის უნ-ტის პროფ. (2016-დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. და სოციალ. გეოგრაფიის სპეციალობით (1987). გაიარა სტაჟირება და წინა სადიპლომო პრაქტიკა ქ. ლოძში (პოლონეთი, 1986-1987), შემდეგ ასპირანტურის კურსი თსუ-ში (1987-1990). დაიცვა დისერტაცია თემაზე „რეკრეაციული რესურსების შეფასება ბონიტირების მეთოდით ქ. თბილისის აგლომერაციის მაგალითზე “ (2005). მუშაობდა თბილ. საექსკურსიო ბიუროს ტუროპერატორად (1987-1988), თბილ. 126-ე საშ. სკოლაში გეოგრ. მასწავლებლად და დირექტორად (1990-2005), თბილ. საბურთალოს რ-ნის განათლების განყ-ბაში მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრის გეოგრ. მეთოდისტ-ორგანიზატორად (1998-2000). ამავე წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართვ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის საკითხებში. შემდეგ მუშაობდა საქართვ. პედაგოგთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინ-ტში საბუნებისმეტყველო და ეკოლ. კათედრის მეცნიერ-თანამშრომელად და საქართვ. განათლების სამინისტროს ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრში განათლების ექსპერტად (2002-2005). იყო გაზ. „განათლებული საქართველო – გეოგრაფია“-ს რედაქტორი (2003-2005). ბ. მ. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებელში: თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2005-2006), ილიას სახელმწ. უნ-ტის განათლებისა და მეცნ. ფაკ-ტზე (2013-2019), ევროპის უნ-ტში (2019-დღმდე). ამჟამად არის მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრის გეოგრ. საგნობრივი ექსპერტ/კონსულტანტი და ტრენერი (2019-დან). ბ. მ. სხვადასხვა დროს მასწავლებელთა პროფ. განვითარების მიზნით თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრთან, არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციასთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, „ოკეანური წიგნიერების აკადემიასთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა მთელი რიგი მეთოდური სახელმძღვანელოები მასწავლებლებისთვის და ჩატარდა ტრენინგები. ბ. მ. არის გეოგრ. (VII-XII) და ბუნებისმცოდნეობის (I-VI) კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა სამუშაო რვეულებისა და მასწავლებელთა წიგნების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. და სასწ.-მეთოდური ნაშრომი, ასევე სხვადასხვა სახის დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის. არის მონოგრაფიის „წყლის ობიექტებზე რეკრეაციის ზემოქმედების გეოგრაფიულ–ეკოლოგიური ასპექტები“ თანაავტორი. ბ. მ-ს ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი საკითხები. ამ მიმართულებით ჩატარებული აქვს ტრენინგები და გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები. მას ეკუთვნის ინოვაციური ნაშრომები გეოგრ. სწავლების მეთოდიკაში. აქვს მნიშვნელოვანი კვლევები გეოგრ. სწავლებაში სხვადასხვა სასწ. სტრატეგიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა გამოყენების შესახებ. აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა სამეცნ. და ინტერნეტგამოცემებში. მიღებული აქვს თბილ. მერიის მიერ დაწესებული რაფიელ დანიბეგაშვილის სახ. პრემია (1999).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბლიაძე, მ., კერესელიძე, დ. (2012). გეოგრაფიის ცნობარი + ლექსიკონი. თბ., სულაკაურის გამომც., ISBN 9789941154768; ბლიაძე, მ. (თანაავტორი). (2015). სავარჯიშოები და ტესტები გეოგრაფიაში. თბ. სულაკაურის გამომც., ISBN 9789941234439; ბლიაძე, მ. (თანაავტორი). (2015). მასწავლებლის წიგნი: გამჭოლი კომპეტენციები. თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნ. ცენტრი, ISBN 9789941082214; ბლიაძე, მ. (2022). მდგრადი განვითარება – XXI საუკუნის პრიორიტეტი. განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის. თბ. ISSN 2720-8605; Bliadze, N. (2023). Natural disasters characteristic of Georgia, Research Retrieval and Academic Letters https://ojs.scipub.de/index.php/RRAL/article/view/2046, ISBN 9783692445885; ბლიაძე, მ. (2024, N 4). ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას. აკადემლაბი, თბ., ISSN 2720-7811; ბლიაძე, მ. (2025, N2). გეოგრაფია, როგორც მედიის ანალიზის ინსტრუმენტი, ინტელექტი, თბ. ISSN 1512-0333 E-ISSN 2960-9828; ბლიაძე, მ. (თანაავტორი). (2025). ჩვენ და ბუნება, თბ. სულაკაურის გამომც., ISBN 9789941377501.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.