-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბიბილაშვილი ნანა ამირანის ასული (19.V.1975, თბილისი), ეკონომისტი, უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. დაამთავრა სტუ-ის ბაკალავრიატი, მიიღო ბაკალავრის აკად. ხარისხი, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით (1992-1996), შემდეგ კი მაგისტრატურა, მაგისტრის აკად. ხარისხი, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით (1997-1999). ასევე დაამტავრა საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ასპირანტურა, მაკროეკონომიკის სპეციალობით (2000-2003); მიიღო ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხი, ეკონომიკის აკად. დოქტორი (2004); არის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2005-2016); თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, ეკონ. ანალიზისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2008–დან); მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია (2003).
თხზ.:ბიბილაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2004). უმუშევრობა და მისი მიზეზით პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მიღებული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების განსაზღვრის საკითხები საქართველოს მაგალითზე. მონოგრაფია. თბ., მეცნიერება; ბიბილაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2004). პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების განსაზღვრისა და შემცირების გზები საქართველოს მაგალითზე. მონოგრაფია. თბ., მეცნიერება.