-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოგრაფი გეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ელჩი ლანდშაფტოლოგი
ბეშიძე რევაზ ბიქტორის ძე (5. XI. 19 59, თბილისი), გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2006-დან). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ოკეანოლოგიის სპეციალობით (1976-1982). მუშაობდა სოხუმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის „ატოლის“ ფილიალში ინჟინერ-ოკეანოლოგად (1982-დან), აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტის გეოგრ. კათედრის ლაბორანტად (1983-დან), ამავე კათედრის მასწავლებლად (1985-დან), შემდეგ თსუ-ის სოხუმის ფილიალის გეოგრ. კათედრის მასწავლებლად, დოცენტად (1989-1992) და კათედრის გამგედ (1992). ბ. რ.-მ გაიარა ასპირანტურის კურსი თსუ-ში, სპეციალობით „ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტის გეოფიზიკა და გეოქიმია“ (1986-1990). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ამტყელის ტბის მიდამოების ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი და დინამიკა“ (1990). ბ. რ.-მ გაიარა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის (NDC) უმაღლ. კურსი (რომი, 1998-1999); აშშ-ის ჯორჯ მარშალის სახ. უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევრ. ცენტრის უმაღლ. კურსი (გარმიშ-პატერნკინხენი, 2000); დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (RCDS) საერთაშ. ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005); იყო ნატოს სტიპენდიანტი (ბრიუსელი, 2000-2002). ბ. რ. იყო საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშ. ორგანიზაციების დეპარტ. ნატოს სამმართველოს მესამე მდივანი (1996); სამხ.-პოლიტ. დეპარტ. მესამე მდივანი (1997); სამხ.-პოლიტ. დეპარტ. სამხ. თანამშრომლობის სამმართველოს უფრ. მოადგილე (1997), შემდეგ უფრ. (1997-1998), სამხ.-პოლიტ. დეპარტ. დირექტორის მოადგილე (1998-2000); შემდეგ კი დირექტორი (2000-2004); უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტ. დირექტორი (2004-2006); ნატოსთან თანამშრომლობის სახელმწ. უწყებათაშორისი კომისიის აღმასრ. მდივანი (2000-2006); საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მისიის ხელმძღ. (2006-2009), საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშ. ორგანიზაციების დეპარტ. დირექტორი (2013-2015), საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში (2016-2020), საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში (2020-2024). მუშაობდა პარიზის უნ-ტში და აღმოსავლური ცივილიზაციათამცოდნეობის ინ-ტის გეოგრ. ბიუროში კავკასიის გეოინფორმაციულ ატლასზე (1995).
ლიტ.: ხარაძე კ., (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.