-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბერულავა ბორის გაიოზის ძე (25.XI. 1928, ქ. ცხაკაია, ახლანდელი ქ. სენაკი - 12.VII.2020, თბილისი), ფიზიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1989), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1987). წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის პირველი საშ. სკოლა (იყო ოქროს მედალოსანთა პირველი გამოშვება,1947) და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე. ასევე წარჩინებით დაამთავრა ფიზიკის ფაკ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში (1952). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1955-2006). დაიცვა საკანდიდატო (1966) და სადოქტორო დისერტაცია (1987). მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). ბ. ბ. იყო ექსპერ. ფიზიკის კათედრის გამგე (1987-2006). ბ.-ს სამეცნ. შრომები ეხება ელექტრონულ პარამაგნიტურ რეზონანსს (ეპრ). მის მიერ აღმოჩენილია (თანაავტორებთან ერთად) დისკრეტული გაჯერების მოვლენა ეპრ შთანთქმის ხაზში და შემუშავებულ იქნა რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მეთოდი, რ-იც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როგორც პარამაგნიტური კროსტალების კვლევის ახალი მეთოდიკა. პროფ. თ. სანაძესთან ერთად მიენიჭა თსუ-ის პირველი პრემია (1968), პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (თ. სანაძესთან და გ. ხუციშვილთან ერთად, 1970). ბ. დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, ნაყოფიერი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით. იგი არჩეული იქნა საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად (1995). ბ. ბ. არის 40-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი.