-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოგრაფი გეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბერუჩაშვილი ნიკოლოზ ლევანის ძე (21. VIII. 1947 თბილისი - 24. III. 2006), გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1983). კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის (1982-დან), აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შესწავლის სამეცნ.-კვლ. ლაბორ (1979-დან), მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარის (1985-დან) გამგე, გეოინფორმატიკის დამფუძნებელი თსუ-ში (1987-დან), საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1996-დან), საქართვ. გეოგრ. ეროვნ. კომიტეტის თავმჯდომარე (1996-დან), საერთაშ. გეოგრ. კავშირის (IGU) მსოფლიო კომისიის „ლანდშაფტის ანალიზის“ დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (2004-დან). სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1965-1970). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ზოგიერთი საკითხი იალნოს ქედის მაგალითზე“ (1971, მოსკოვი), გაიარა სამეცნ. სტაჟირება საფრანგეთში, პროფ. ჟ.დრეშის ლაბორატორიაში (1975-1976), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცით-დროითი ანალიზი და სინთეზი“ (1981, მოსკოვი). ბ. ნ. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე ასისტენტად (1970), დოცენტად (1974), მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარის სამეცნ. ხელმძღვანელად (1970) სადაც განახორციელა უნიკალური პროგრამა (1970-1976), რომლის ანალოგი დღემდე არ არის მსოფლიოში – სტაციონარული კვლევები / დაკვირვებები ბტკ-ებს დინამიკაზე, აღირიცხა 5000-6000 ანათვალი ბტკ-ის სტრუქტურისა და ფუნქციონირების 100-ზე მეტ პარამეტრზე, განავითარა კავკასიის რეგიონის სტექსების მოდელირება და „კონცეპტები“, პირველად საქართველოში დანერგა აეროვიზუალური-სადესანტო დაკვირვებები (1977-1989), შედეგად ყოველდღიურად დგებოდა სტექსების რუკა; იყო „აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შესწავლის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის “ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (1979), რ-იც აქცია საქართვ. ლანდშაფტების ახალი ტექნოლოგიებით კვლევის (გეოინფორმაციული სისტემები, ექსპერტული სისტემები) მთავარ ცენტრად. ბ. ნ.-მ პირველმა შეიმუშავა და გამოსცა კავკასიის ლანდშაფტური რუკა (1:000,000, Тб., 1979). რუკას თან ახლავს ოთხდონიანი კლასიფიკაციის ლეგენდა – ლანდშაფტების კლასი – ტიპი – ქვეტიპი – გვარი (ახსნა-განმარტებითი ბარათი, თბ.,1980). მან შეიმუშავა ახალი მიმართულებები ლანდშაფტმცოდნეობაში – „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცით-დროითი ანალიზისა და სინთეზის“ კონცეფცია (1980; Беручашвили Н.Л.Четыре измерения ландшафта, М.: Мысль,1986; Геофизика ландшафта, М.: Высшая школа, 1990), „ლანდშაფტის ეთოლოგიის“ (ბტკ-ბის ქცევის კანონზომიერებები) კონცეფციის (Беручашвили Н.Л., Этология ландшафта и вопросы картографирования природной среды, Тб., 1989). მან დანერგა დინამიკური კარტოგრაფიის მიმართულება (ოთხგანზომილებიანი კარტოგრაფირება, დროის მასშტაბი), შეიმუშავა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევის (1983, 1997) და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასის (1999) ახალი მეთოდიკები, ლანდშაფტის მდგრადობის / მოწყვლადობის „სემაფორული რუკის“ და ლანდშაფტური მრავალფეროვნების „მწვანე რუკის“ მეღოდოლოგია (2000). ბ. ნ.-მ საველე-ექსპედიციურ კვლევებს ატარებდა სხვადასხვა ქვეყანაში: ინდოეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, გერმანია, პოლონეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი, თურქეთი, ირანი, ბრაზილია, ჩილე და სხვ. მისი ინიციატივით დაარსდა საერთაშ. საუნ-ტო ზაფხულისა და ზამთრის ექსპედიციები (1979-1991), მათში მონაწილეობდნენ სსრკ-ს და მსოფლიოს უნ-ტებიდან სტუდენტები (მუშაობდნენ: ალპებში, კარპატებში, მთიან ყირიმში, კავკასიის რეგიონებში, მთიან ტაჯიკეთში, პამირში, ტიან შანში, დჟუნგარის ალატაუში, ალთაიში, საიანის მთებში, კამჩატკას ნახევარკუნძულში, კურილის კუნძულებში, ანდებში, ხიბინები და სხვ.).ბ. ნ.-ს საერთაშ. სამეც. ლანდშაფტური სკოლის „Interstex“-ის დამფუძნებელია; მისი უშუაო ხელ-ით დაცულია 25 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია (მათ შორის 12 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია). ნ.ბ. ხელ-და დისერტაციების დაცვის საბჭოს (1985-1991, 2001-2004), იყო მრავალი საერთაშ. მნიშვნელობის პროექტის ავტორი და ხე-ი (WB, CEFAS, RAS, UNEP, WWF, IGU), კითხულობდა ლექციებს Paris VII, Toulouse II, Paris, Langues’O, გრენობლის, Rio de Janeiro, ბარსელონას, ბერლინის, დრეზდენის, ვარშავის, სოფიის, ბრნოს, ბრატისლავის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კიევის და სხვა უნივერსიტეტებში. ნ.ბ. ერთობლივი სამაგისტრო სპეციალობის „გარემოს დინამიკა და რისკები“ (პარიზი-IV, სორბონა- თსუ) დამფუძნებელია. ნ.ბ.-ს ეკუთვნის 220 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 16 მონოგრაფია, 10 სახელმძღვანელო (5 უმაღლ. სასწავლებლების, 5 საშ. სკოლის) ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვ. ენებზე). ნ.ბ. „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია (2001-2006), დაჯილდოებულია ღირსების ორდენებით (2000, 2003).
თხზ.: Беручашвили, Н. Л. (1995). Кавказ: Ландшафты, Модели, Эксперименты. UNEP, GRID, WB, Tb; Beroutchachvili, Nicolas; Radvanyi, Jean (1996, 1998, 2004, 2010, 2011). Atlas geopolitique du Caucase. Paris, Pub. Langues'O., თბ.; Beruchashvili, N. (2000), Ландшафтное разнообразие Грузии и географический анализ ландшафтного разнообразия Мира. Ландшафты Грузии. Tb., WWF, WB; Beroutchachvili, Nicolas; Rougerie, Gabriel (1991). Géosystèmes et Paysages: Bilan et Méthodes. Paris, Armand Colin, «U Géographie»; Беручашвили, Н.Л. (1992). Персональные компьютеры в географии. Тб.; Беручашвили, Н.Л.; Жучкова В.К. (1997). Методы комплексных физико-географических исследований. М.: Изд-во МГУ; Beroutchachvili, N.; Chauke, M.-M.; Crispin, A.-S. (2004). Geographical perspectives on sustainable development. Rome, Moscow, Beijing, IGU (ინგლისურ, ჩინურ, რუსულ ენებზე).