ბეროშვილი მარინე გურამის ასული
ბეროშვილი მარინე გურამის ასული

ბეროშვილი მარინა გურამის ასული (2.III.1960, თბილისი). ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდიდატი (2001). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი, სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, კვალიფიკაცია - ქიმიის მასწავლებელი (1983). ასევე დაამთავრა მეორადი ფაკ–ტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (2000-2003) და ეკონ. და საქმიან ურთიერთობების ფაკ–ტი  (1993-1994). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (2001),  მიანიჭეს დოქტორის აკად. ხარისხი (2006). მუშაობდა თსუ-ის  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად (1983 – 1984), მეცნიერ თანამშრომლად (1984–2001), ქიმიის მასწავლებლად (1988–1989). იყო მეთვალყურედ ეროვნ. გამოცდებზე (2005-2012). ბ.მ. ასოცირებული პროფესორის სტატუსით, ი. ჭავჭავაძის სახ. საქართვ. ეროვნ. უნ–ტში ხელმძღვანელობდა, ზოგადი და არაორგანული ქიმიის სალექციო კურსს (2006-2007). ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის აკად. საბჭოს წევრი (200-2012). იყო თსუ–ის მეტალორგანული ქიმიის ინ–ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი  (2001-2012); თსუ–ის ბ–კაში ბიბლიოთეკარი (2012-2020), შემდეგ უფრ. ბიბლიოთეკარი (უფრ. სპეციალისტი, 2020-დან). მონაწილეობა აქვს მიღებული 4 საგრანტო პროექტში: ელექტრონული კომუნიკაცია ფეროცენულ ცენტრებს შორის ოქრო-რენიუმის ჰეტერომეტალური კლასტერის ბის (ფეროცენილალკინილ) ნაწარმებში - საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი ( №407, 1.III.2009 - 01.III.2012); ალკანების სელექტიური ფუნქციონალიზაცია. ახალი თაობის მეტალოცენების პინცერულ კომპლექსებზე დაფუძნებული ალკანების დეჰიდრირების კატალიზატორების სინთეზი - ISTC (№3082, 01.I.2006 - 01.I.2009); ახალი თაობის პინსერული კომპლექსები:მეტალოცენის საფუძველზე პლატინის ჯგუფის კომპლექსების სინთეზი და გამოყენება კატალიზის დროს - CRDF (GEC2-2649-TB 05;  01.IX.2005 - 01.IX.2007); გარდამავალ მეტალთა მეტალორგანული და ჰიდრიდული კომპლექსების სინთეზი და რეაქციისუნარობის კვლევა, მათი კომპლექსებით ორგ. სუბსტრატების ტრანსფორმაცია და კომპლექსების გამოყენება სპეც. დანიშნულების მასალების მისაღებად - პროგრამული დაფინანსება ( №92; 01.VI.2005 - 31.XII.2005). ბ.მ. არის 30 სამეცნ. ნაშრომის  და 1 გამოგონების ავტორი (2005-2009).