ბერიკაშვილი ნოდარ
ბერიკაშვილი ნოდარ

ბერიკაშვილი ნოდარ (25.I.1922-30.III.2022, თბილისი) – ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა უნ-ტი (1952), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1989). საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979), აკადემიკოსი (2001). მუშაობდა რუსეთის მეცნ. აკადემიის ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად (1955-1959); საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1959-1986), ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელად (1986-1989), გეომ. და ტიპოლოგიის განყ-ბის გამგედ (1989-2004). საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “სპექტრების აქსიომატიკური თეორია და ორადობის თეორემები არაჩაკეტილი სიმრავლეებისათვის” დაიცვა ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (1956); იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “სპექტრული მიმდევრობის დიფერენციალები” (1972).  ნ. ბ. ქართ. მეცნ. განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნ., პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის მიენიჭა ღირსების ორდენი (1999). მისი გაზრდილები არიან ცნობილი ქართვ. ტოპოლოგები: თ. ქადეიშვილი, ს. სანებლიძე, ლ. ხელაია, მ. მიქიაშვილი, თ. ბეიტრიშვილი. დიდია აკად. ნ. ბ.-ის ღვაწლი საქართველოში თანამედროვე მათ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგის – ალგებრული ტოპოლოგიის დანერგვის საქმეში. მეცნიერის პირველხარის­ხო­ვანი ნაშრომები ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიაში, ფიბრაციათა ჰო­მო­ლოგიის თეორიაში, წინააღმდეგობათა თეორიაში, ჰომოტოპიურ პრობლე­მა­ტიკაში ფართოდაა ცნობილი სპეციალისტებისათვის მთელს მსოფლიოში. ტოპოლოგიაში არსებობს ბერი­კაშვილის სახ. ისეთი ცნებები, როგორიცაა “ბერიკაშვილის D ფუნქ­ტორი”, “ბერიკაშვილის მგრეხი ელემენტები”, “ბერიკაშვილის განტო­ლება”, “ბერიკაშვილის მოდელი”, “ბერიკაშვილის გარდაქმნა”, “ბერიკაშვილის აქსიომები”. მისი 70, 80, 90 წლისთავისათვის მიძღვნილ საიუბილეო სამეცნ. კონფერენციებში მონაწილეობდნენ და ტომებში შრომები გამოაქვეყნეს ევრ. და ამერიკის ცნობილმა  მათემატიკოსებმა: ჯეიმს სტაშეფმა, იოჰანეს ჰიუბშმანმა, ტომ ლადამ და სხვ.

თხზ.: Berikashvili, N. A. (1957). On the axiomatic spectral theory and the duality rules for arbitrary sets. Akad. Nauk Gruzin. SSR Trudy Tbiliss. Mat. Inst. Razmadze 24, 409-484 [in Russian]; ISSN 2346-8092; Berikashvili, N. A. (1976). Differentials of a spectral sequence. Sakharth. SSR Mecn. Akad. Math. Inst. Shrom. 51, 5-106 [in Russian]; ISSN 2346-8092; Berikashvili, N. A. (1980). The Steenrod-Sitnikov homology theory on the category of compact spaces. Dokl. Akad. Nauk SSSR 254, no. 6, 1289-1291 [in Russian]; ISSN: 0002-3264.