ბერაძე პანტელეიმონ ალექსის ძე
ბერაძე პანტელეიმონ ალექსის ძე

ბერაძე პანტელეიმონ ალექსის ძე (26.II.1901,  ქ. სამტრედია -  04.I.1968, ქ. თბილისი), ფილოლოგი, ანტიკური ლიტ. მკვლევარი, მთარგმნელი. საქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწე (1961), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1950). დაამთავრა ქუთაისის ქართ. გიმნაზია (პედაგოგი იოსებ ოცხელი, 1919);  სწავლობდა და მუშაობდა ა. ფაღავას ქართულ დრამატულ სტუდიაში (1922); სწავლობდა და მუშაობდა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში კ. მარჯანიშვილის დასში ს. ახმეტელთან ერთად. (დასის წევრები: ა. ხორავამ. მრევლიშვილიპ. მურღულიაგ. მიქელაძე, თ. წულუკიძევ. გოძიაშვილი, ს. თაყაიშვილის. ზაქარიაძე, 1923); დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე (1927). იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე (1953–1968). ავტორია ნაშრომისა „ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები“ (1969).

თხზ.:  ალექსიძე, პ. (მთარგმნელი). (1958). ლუკრეციუსი.  საგანთა ბუნებისათვის; ალექსიძე, პ. (მთარგმნელი). (1965-1967). რუსთაველი შოთა. ვეფხის ტყაოსანი (ლათინურ ლექსად, ნაწილი); ალექსიძე, პ. (მთარგმნელი). (1968). ვალერიუს ფლაკუსი.  არგონავტიკა; ალექსიძე, პ. (მთარგმნელი). (1969). ევრიპიდე.  მედეა.