ბერაძე ბაჩანა მამუკას ძე
ბერაძე ბაჩანა მამუკას ძე

ბერაძე ბაჩანა მამუკას ძე (23.VII.1995, რუსთავი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა (2017) და მავე უნ-ტის ფუნდამენტური ფიზიკის სამაგისტრო პროგრამა, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით (2019). ილიას უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკ-ტის, ფიზიკისა და ასტრონის სომიადოქტორო პროგრამაზე, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით, პროფესორ ალ. ნესრსესიანის და პროფესორ გ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სათაურით "ხელოვნური მაგნიტური ველის ზეგავლენა კვაზი-ერთგანზომილებიან ელექტრონულ და სპინურ სისტემებში" (2024).  მუშაობდა ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის კათედრაზე ახალგაზრდა მეცნ.-მკვლევრის პოზიციაზე (2020-2025). ამჟამად მუშაობს კარლსტადის უნ-ტში, პოსტდოქტორანტი-მკვლევარის პოზიციაზე პროფ. ს. მოროზის ჯგუფში (შვედეთი). მუშაობს კონდენსირებული გარემოს ფიზიკის, დაბალგანზომილებიანი ძლიერ კორელირებული ელექტრონული და სპინური კვანტური სისტემების და მესერებზე ყალიბური ველების მიმართულებით.