-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი
ბერაძე-მესხია რუსუდან სამსონის ასული (18.XII.1952 სოფ. ბარი ონის რაიონი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1996), ფიზ.- მათ. მეცნ. კანდიდატი (1995). დაამთავრა: ქ. თბილ. მე-10 საშ. სკოლა (1969), თსუ-ის მექან.- მათ. ფაკ-ტი (1974) და ასპირანტურა მათ. ანალიზის მიმართულებით (1975-1978). იყო: მექან.-მათ. ფაკ-ტის მათ. ანალიზისა და ზოგადი მათ. კათედრის მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურების წესით (1978-1994), ზოგადი მათ. კათედრის უფრ. ლაბორანტ. (1983 -1995) და დოცენტი (1996- 2006), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული პედაგოგი (2006-2008). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2009-დან). მის სამეცნ. თემატიკა: ფურიეს მწკრივების აბსოლუტური კრებადობის საკითხები. შესწავლილი აქვს ფურიეს ტრიგონომეტრიული და ჰაარის მწკრივებისთვის განზოგადებული აბსოლუტური კრებადობის პირობები.
თხზ.: Beradze-Meskhia, R., (თანაავტორი). (2006). On the absolute convergence of trigonometric Fourier series, Proc, A. Razmadze Math. Inst., 14, 29-40; Beradze-Meskhia, R. (2022). Absolute convergence of the trigonometric series with gaps, Georgian Math. J.29, no 5, 755-760.