-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ბენდუქიძე ავთანდილ დომენტის-ძე (9.VIII.1921 ქ. თბილისი- 8.XII.1994) - მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1958), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1955). ტექნ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა:მე-9 შრომითი სკოლა წარჩინებით (1928-1938), თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1938-1942). ის სამუშაოდ გაამწესეს ასპინძის რაიონის სოფ. ერკოტაში, ამავე სკოლის დირექტორად და მათ. მასწავლებლად (1942-1943). მუშაობდა: საღამოს მე-3 ათწლედში (1943-1944) და ასწავლიდა ფიზ. მე-10 ქალთა სკოლაში; პოლიტექნ. ინ-ტში მათ. კათედრის ასისტენტად და პარალელურად კითხულობა მათ. კურსს სამხატვრო აკადემიაში (1945); თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრაზე (1960- 1968), მათ. ანალიზის კათედრაზე დოცენტად (1969), პარალელურად მუშაობდა კომაროვის სახ. და 55-ე საშუალო სკოლებში, ხელმძღვანელობდა საკავშირო დაუსწრებელ სკოლას, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მათ. სასკოლო კურსის სწავლების შესახებ მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტში, იყო განათლების სამინისტროს მეთოდური საბჭოს წევრი. დაიწყო ჟურნ. “კვანტში“ თავისი სტატიების პუბლიკაცია (1970-1994). იყო ჟურნალის „ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში“ რედაქტორი (1979-1984). მიენიჭა საქ. მათ. კავშირის მიერ დაწესებული პრემია მათ. პოპულ. და განათლების საქმეში დამსახურებისთვის (1997). იყო სამეცნ.-პედ. ჟურნ. „სკოლა და ცხოვრების“ რედაქტორი და ავტორი მათ. მრავალი მეთოდური და პოპულ. ნაშრომის.
თხზ.: Bendukidze, A. (1985). Das Pascalsche Dreieck,:Alpha, №1; Бендукидзе, А. (1990). Начинаем с неравенства Евклида,: Квант, №12; ბენდუქიძე, ა. (1996). ევკლიდეს საწყისები,: ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში, VII წიგნი, №111.