-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ბენაშვილი ციალა ვასილის ასული (29.IX.1950, წითელ წყარო, სოფ. ჯაფარიძე). დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ–ტი (1974), სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტის ასპირანტურაში (1974-1977), შემდეგ მას მიენიჭა ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1993). მუშაობდა საქართვ. ეკონომიკის, მრეწვ. და ვაჭრობის სამინისტროში ფასების სახელმწ. ინსპექციის უფრ. მოადგილედ (1993-2005), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და შემდგომ უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1993-1997). საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფრ. მოადგილე, რეფორმების ოფისის მრჩეველი, ადმინისტრაციის სპეციალისტი (2005-2009). იგი პარალელურად ლექციებს კითხულობდა შავი ზღვის საერთაშ. უნ–ტში (1999-2001), საბანკო-საფინანსო უნ–ტში (2001-2010), თბილ. სახელმწ. უნ–ტში (1985-1988, 2004-2006). გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია მ.შ. 2 მონოგრაფია.
ბიბლიოგრაფია: ბენაშვილი, ც. (1986). საქართველოს სსრ სურსათით ვაჭრობის ეფექტიანობა. თბ., მეცნიერება; ბენაშვილი, ც. (1990). მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა საქართველოში. თბ., მეცნიერება; ბენაშვილი, ც. (2004). ფასი, საფასური თუ მოსაკრებელი. ბიზნესი და კანონმდებლობა №4. თბ.; ბენაშვილი, ც. (2010). შიდა აუდიტისა და კონტროლის როლი დარგის განვითარებაში. ეკონომისტი, №4. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის გამ–ბა.