-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ბაშელეიშვილი ლიანა (ლია) ოთარის ასული (26.VIII.1961, ბათუმი), ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი (2001). დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1985), ასპირანტურა (1990). ბათუმის რადიოსა და ტელევიზიის კორესპონდენტი (1978-1980), ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. სახელმწ. პედ. ინ–ტის ქართ. ენის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1985-1987), ქ. მოსკოვის რუსულ-ქართ. გიმნაზიის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (1993-2001), ჟურნ. ,,მნათობის’’ საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვში (2001-2003), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ–ტის აზიისა და აფრიკის ინ–ტის ირანული ფილოლ. და ისტორიის ფაკ–ტის დოცენტი (2003-2023), თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (2023). ბ.ლ.-ს სამეცნ. ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ქრისტ. ლიტერატურის საკითხებს. ის იკვლევს ასკეტურ-მისტიკურ ტოპოსთა გენეზისს, მიმართავს ბიბლიოლოგიურ, ეგზეგეტიკურ, ასკეტიკურ და მისტიკურ ლიტერატურას აგიოგრაფიული ტოპოსების წარმომავლობის დასადგენად, მონასტრული კონსტიტუციებისა და წესების შესასწავლად. მან გამოწვლილვით შეისწავლა რემარკების როლი და ფუნქცია ოშკისა და მცხეთის ბიბლიაში, სათაურის თარგმნის პრობლემა და მისი პირველწყაროები. ბ.ლ.-ს გამოქვეყნებული აქვს (რუსულ ენაზე) რუსთველოგიური მიმართულების სტატიებიც, რ–ებშიც განხილულია მეგატექსტის ის მოდიფიცირებული კონტექსტები, რ–ებიც სპარსულ და არაბულ ლიტერატურაშიც გვხდება. ბ. ლ. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის დიდ ენციკლოპედიასთან–არის ავტორი ან თანაავტორი სტატიებისა: ,,საქართველო’’; ,,ქართული ფოლკლორი“; ,,ქართული ლიტერატურა“; აგრეთვე, პერსონალიების (ქართვ. მწერლების, პოეტების, საზ. მოღვაწეების) შესახებ მომზადებული საეციკლოპედიო პუბლიკაციებისა.
თხზ.: ბაშელეიშვილი, ლ. (2001). მონასტრული ცხოვრების პრინციპები ქართულ ლიტერატურაში. თბ., სამშობლო. ISBN 99928-26-97-5; Башелеишвили, Л. (2007). Введение в грузинскую филологию. Изд. Восточная литература. ISBN 5-02-018547-7; Башелеишвили, Л. (2007). Учебник грузинского языка. Изд. Восточная литература. ISBN 5-02-018545-0 ; Башелеишвили, Л. (2018). Аскетическое делание и идеалы монашеской духовности в древнегрузинской агиографической литературе. Изд. Перо. ISBN 978-5-00122-343-6.