-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ბარბაქაძე ხათუნა ბეჟანის ასული (16. II. 1970, ლაგოდეხი). დაამთავრა სტუ (1994), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1997), არის ეკონ. მეცნ. კანდ. (2003), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე ლაბორანტად, ასისტენტად, შემდეგ კო დოცენტად (1994-2006). არის 70-მდე სამეც. ნაშრომის, მონოგრაფიისა და სტატიების ავტორი და თანაავტორი.
თხზ.: ბარბაქაძე, ხ. (2002). საბანკო საქმიანობის რეგულირების აქტუალური საკითხები საქართველოში. თბ.; ბარბაქაძე, ხ. (თანაავტორი) (2021). ორგანული ქიმია კითხვებსა და პასუხებში: დამხმარე სახელმძღვანელო თბილისის სახელმწ. სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბ., უნივერსალი; ISBN: 9789941269189; ბარბაქაძე, ხ. (თანაავტორი) (2025). მეტალოორგანული ქიმიის განვითარების სტრატეგია და მნიშვნელოვანი შედეგები : [მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941521836.