ბალარჯიშვილი  ინგა შალვას ასული
ბალარჯიშვილი ინგა შალვას ასული

ბალარჯიშვილი ინგა შალვას ასული (02. III. 1968, გურჯაანი). ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1990) და ასპირანტურა (1993), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კონკურენცია საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში და მისი ფორმირების თავისებურებანი გარდამავალი პერიოდის საქართველოს ეკონომიკაში“ (1993); მუშაობდა გურჯაანის სას.-სამ. ინ-ტში მასწავლებლად (1994-1996); თბილ. ბიზნესის ინ-ტში ეკონ. დისციპლინათა კათედრაზე, დოცენტად (1996-1999); პაატა გუგუშვილის სახ. ეკონ-ჰუმანიტარული ინ-ტის ეკონ. მეცნ. კათედრაზე, დოცენტად (1999-2002); იყო თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ის ეკონ. თეორიის კათედრის დოცენტი (2002-2006); შემდეგ კი ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, ეკონომიკის პრინციპების მიმართულების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009). ბ. ი. არის სახელმძღვანელოსა და სამეცნ. პუბლიკაციების  ავტორი: „კონკურენციის თეორია და სინამდვილე“ (ეკონომიკა, 1993); „კონკურენციის ზოგიერთი ფსიქოლოგიური ასპექტის შესახებ“ (ეკონომიკა, 2005).

თხზ.:  ბალარჯიშვილი, ი. (2019). დანაშაულის და სასჯელის ეკონომიკა: თეორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე პრობლემები. თბ., ინოვაცია, ISBN: 9789941917714; ბალარჯიშვილი, ი. (2018). ინსტიტუტები და ელიტები: ეკონომიკური განვითარების პოლიტიკური დიალექტიკა. თბ., უნივერსალი,  ISBN 9789941262753; ბალარჯიშვილი, ი. (2005). ინსტიტუციური ეკონომიკა და განუსაზღვრელობის შემცირების ეფექტები: (მონოგრაფია). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994012169