ბალანჩივაძე ნინო კარლოს ასული
ბალანჩივაძე ნინო კარლოს ასული

ბალანჩივაძე ნინო კარლოს ასული (14.XI.1961, თბილისი), ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი (1999). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1988) და ასპირანტურა (1995), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ფოლკლორის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1981-2022), მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრის ტრენერი, გარედამკვირვებელი (2010-2019), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის საგანმან. დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგნმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2010-2022), თსუ–ის 1+4 პროგრამის ფარგლებში მასწავლებელი (2023). ბ.ნ.-ს ინტერესთა სფეროა ფოლკლორი, მითოლოგია და  საველე კვლევა. მას აქვს ფოლკლორულ ექსპედიციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ადგილ. ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამი სამეცნ. საგრანტო პროექტის კოორდინატორი და მონაწილე (2006-2022).

თხზ.: ბალანჩივაძე, ნ. (თანაავტორი). (2010). ანტისაბჭოური სიტყვიერება : ზეპირი ისტორიები, გადმოცემები [1921-1991]. თბ., ნეკერი; ბალანჩივაძე, ნ. (თანაავტორი). (2019). 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა, ნაწილი I. თბ., მერიდიანი.