-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი კლიმატოლოგი
ბალაბუევი ანატოლი გიორგის ძე (3.VII.1889, მანგლისი - 19.VI.1980, თბილ.), დაამთავრა კიევის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ.ტი (1914). მუშაობდა თბილ. ქალთა უმაღლეს კურსებზე (1915–1916); იყო სამხ. სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნ. დაწესებულებებში (1916–1918); მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში (1938-დან), სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. მისი სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერულ ფიზიკასა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. პროფესორი (1933), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1941). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1961).