-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ბაკურაძე მალხაზ ( 05.I.1961 თბილისი), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (2018), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (1989). დაამთავრა თბილ. 124 საშ. სკოლა ოქროს მედლით (1978), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1986). მუშაობა დაიწყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1986). იყო ალგებრის და გეომეტრიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1991), გეომეტრიის და ტოპოლოგიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1995), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1995 დან). თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე მუშაობდა როგორც ასოცირებული პროფესორი (2008-2018), შემდეგ ამავე ფაკ-ტის ალგებრის და გეომეტრიის კათედრის გამგე და პროფესორი (2018 წლიდან), იყო მიწვეული პროფ. მაქს პლანკის მათემატიკის ინ-ტში (2003, გერმანია) და მონტპელიეს უნ-ტში (2004, საფრანგეთი). მისი სამეცნ. ინტერესები ალგებრულ ტოპოლოგიაშია. კერძოდ იგი იკვლევდა ტრანსფერის სტაბილური ასახვის და მახასიათებელი კლასების ურთიერთკავშირს და ამ გზით აღწერდა თანაფარდობებს კომპლექსურად ორიენტირებულ კობორდიზმების თეორიებში. ამ მეთოდებით აღიწერა მორავას K-თეორია მაკლასიფიცირებელი სივრცეებისთვის, აგრეთვე სინგულარობებით კობორდიზმების თეორიაში ახალი მახასიათებელი კლასები და ფორმალური ჯგუფები. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მისი პუბლიკაციები [1-3] სადაც აგებულია ახალი, კომუტაციური კოჰომოლოგიის თეორია, რომლიც კოეფიციენტების რგოლი არაპოლინომურია და ემთხვევა კომპლექსური ელიფსური გვარის შესაბამის ფორმალური ჯგუფის კოეფიციენტების რგოლს. ამ სტატიებში მოცემული ალტერნატიული კონსტრუქციით ირკვევა, რომ კომპლექსური ელიფსური გვარი არის კომპლექსური კობორდიზმების რგოლზე ფაქტორასახვა ცხადი მარტივი იდეალით. ახალი კოჰომოლოგიები სწორედ ამ იდეალის შესაბამისი სინგულარული კობორდიზმებია. ბ. მ. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდით დაფინანსებულ ხუთი მათ.ი პროექტის კოორდინატორი ან ხელმძღვ., ( 2009-2025), დაჯილდოვდა პერსონალური გრანტებით: NATO-France (2008—2009), CNRS (2017-2020), EU awards for Georgian researchers (2023). ბ. მ. არის რედაქციის წევრი ჟურნ. Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal ISSN Online 2667 – 9930,
თხზ.: Bakuradze, M. (2024). Polynomial generators of MSU [1/2] related to classifying maps of certain formal group laws, Homology, Homotopy and Applications, 26(1), 1-14. [2]; Bakuradze, M. (2024). Complex cobordism modulo c_1 -spherical cobordism and related genera Proc. Steklov Inst. Math., 326, 11–20; Bakuradze, M. (2020). On vanishing of all fourfold products of the Ray classes in symplectic cobordism, Proc. Amer. Math. Soc., 148(9), 4107-4115.