- კატეგორიები: ისტორიკოსი
ბახსოლიანი ნანა ნიკოლოზის ასული (21.II.1973, ქ. თბილისი), ისტორიკოსი, თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მეცნიერ (2004), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2024), სტუ-ის ასოცირებული პროფესორი (2014), ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საქართვ. საისტ. საზ-ბის წევრი (2013). დაამთავრა თსუ (1998), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (2002), თსუ-ში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (2006), ისტორიის დოქტორი (2007).
ბ. ნ. მუშაობდა ძვ. ქვეყნების ისტორიაში და იკვლევდა გვიანხეთური ხანის ძვ. მცირე აზიის ეთნო-პოლიტ. გაერთიანებების ისტ. გეოგრაფიას, სოც., რელიგ. და პოლიტ. ისტ. საკითხებს.
ბ. ნ.-მ ნ. ხაზარაძესთან ერთად განაგრძო ლუვიური იეროგლიფების კვლევა-ძიება, ისტ.-კულტ. რეალიების დასადგენად ლუვიური იეროგლიფური ნიშნები პირველწყაროს სტატუსით წარმოაჩინა და აღადგინა ძვ. ანატოლიის ფიზ. გეოგრ., ფლორისა და ფაუნის, ხელოსნობის, შეიარაღების, საზ-ბის სოც. სტრუქტურისა და ძვ. ანატოლიელთა რწმენა-წარმოდგენების სურ.
ბ. ნ.-ის რედ. გამოიცა აკად. ნ. ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „შრომები“ (2024). დაჯილდოებულია „საქართველოს ქალთა საბჭოს“ მადლიერების სიგელით სამეცნ.-კვლ. სფეროში გაწეული ღვაწლისათვის (2023).
თხზ. ბახსოლიანი, ნ. (2008). დიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. თსუ კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტი. ISBN: 978-9941-0-0889-4; ბახსოლიანი, ნ. (2012). ძვ. ახლო აღმოსავლეთის ისტ. და კულტ. წყაროთმცოდნეობითი ძიებანი (თანაავტ.).მწიგნობარი. ISBN: 978-9941-424-47-2; ბახსოლიანი, ნ. (2016). ქალი დროსა და სივრცეში (თანაავტ.). მწიგნობარი. ISBN: 978-9941-465-37-6; ბახსოლიანი, ნ. (2017). ლუვიური იეროგლიფების სემანტიკური კოდები II. (თანაავტ.). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ISBN: 978-9941-27-103-8; Bakhsoliani, N. (2021). Pandemic and Society – Changes and Challenges IMPACTS OF COVID-19 ON SOCIETIES AND ECONOMIES (co-author). December United Kingdom London, Publisher IJOPEC, ISBN 978-1-913809-26-3; Bakhsoliani, N. (2022). Norms of Human Rights in the Ancient Near Eastern and Caucasian Civilization., Regulating Human Rights, Social Security and Socio-Economic Structures in a Global Perspective. (co-author). IGI Global. ISBN: 978-9941-0-0889-4, ISBN 978-1-6684-4621-8. DOI:10.4018/978-1-6684-4620-1; Bakhsoliani, N. (2023). Georgian Diaspora: Past and Contemporaneity (co-author).