-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ეთნოლოგი
ბახია-ოქრუაშვილი სალომე (28.V.1941, ქ. თბილისი). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი. ისტორიის მეცნ. კანდ. (1983), საკანდიდატო თემა - „აფხაზური „აბიფარა“ - პატრონომია“. ისტორიის მეცნ. დოქტორი (2006), სადოქტორო თემა – „აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები“. სამუშაო გამოცდილება: ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოლოგიის ინ-ტი., უფრ. ლაბორანტი (1967), უმც. (1971), უფრ. (1986), წამყვანი (2006), მთ. (2006-დან) მეცნიერ თანამშომელი; ბ.-ო.-ს მიჰყავს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბაკალავრო პროგრამის სალექციო კურსი - „აფხაზი ხალხის ეთნოლოგია“ (2006–2010); სამაგისტრო პროგრამის სალექციო კურსი 2 საგანში - „აფხაზთა და ოსთა ტრადიციული კულტურა“, „კავკასიის ხალხთა ეთნიკური ისტორია“ (2006-2019); სოხუმის სახ. უნ-ტის სამაგისტრო პროგრამა „აფხაზთა ეთნოლოგია“ (2015). ბ.-ო. აქტიურად მონაწილეოებს საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. კონფერენციებში და საგრანტო პროექტებში.
თხზ. Бахиа-Окруашвили, С. (1986). Абхазская "абипара"-потрономия (Груз.-абх. этногр. параллели). Мецниереба; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2010). აფხ-თა ეთნ. ისტ. პრობლემები (ისტ-ეთნოგრ. გამოკვლევა). უნივერსალი. ISBN 9789941129742; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2014). აფხ-თა ჩვეულებითი სამართალი. ირიდა. ISBN: 978-9941-0-7250-5; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2017). ქართვ-თა და ჩრდ.-კავკ-თა ეთნ. მატერ. კულტ. (საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობათა ურთიერთშედარებითი ასპექტი). ISBN 9789941274282; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2020). აფხ-ქართ. ეთნოგრ. ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საქართვ. პარლამ. ეროვნ. ბ-კა. ISBN: 978-9941-9653-4-0; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2022). ქართვ-თა და აფხ-თა დასახლების ფორმა და მატერ. კულტ. უნივერსალი. ISBN 9789941333934; ბახია-ოქრუაშვილი, ს. (2024). სამურზაყანო - ქართული ისტ.-ეთნოგრ. პროვინცია, წარსული და თანამედროვეობა (თანაავტ.). ISBN 9789941879241; საჩინო. Bakhia-Oqruashvili, S. (2025). Samurzakano – The Georgian Historical and Ethnographical Province. The Past and the Present (co-author). Sachino. ISBN 978-9941-8-7925-8