ბაგრატიონი ნელი ნიკოლოზის ასული
ბაგრატიონი ნელი ნიკოლოზის ასული

ბაგრატიონი ნელი ნიკოლოზის ასული (01. VII. 1946, თბილისი). ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მკვლევარი, ბიოლოგიის აკად. დოქტორი (1984), დოცენტი (1986-2006). ბ. ნ.-მ დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1969). იმავე წელს დაინიშნა თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად (1969); მოგვიანებით გადაყვანილი იქნა ამავე კათედრის უფრ. ლაბორანტად (1971). საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა ქ. კიევის ბოტანიკის ინ-ტში, შემდგომ მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახ. მცენარეთა ფიზიოლოგიის საკავშირო ინ-ტში; ხოლო, დისერტაციის ძირითადი ნაწილი შესრულდა თსუ-ის მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ქ. თბილისში, თემაზე: „ზრდის ბუნებრივი რეგულატორები მაღალმოზარდი და დაბალმოზარდი სიმინდის ონტოგენეზში“ (სამეცნ. ხელმძღვ.: ბიოლ. მეცნ. დოქტ. ვალენტინ ილიას ძე კეფელი) და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. კანდ.ს ხარისხი (13. IV. 1984). მუშაობა გააგრძელა თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1986-2006). თსუ-ში ბ. ნ.-ის მიჰყავდა სალექციო და პრაქტ. კურსები მცენარეთა ზრდა-განვითარებისა და ჰორმონული რეგულაციის მიმართულებით; უძღვებოდა მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალიზაციის სტუდენტთა საკვალიფიკაციო პრაქტიკებს (ანასეული, ქ. კიევის ბოტანიკის ინსტ.); ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სადიპლომო ნაშრომებს. ბ. ნ. არის 30 სამეცნ. სტატიის ავტორი; მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია საქ. მეცნ. აკად. და რუსეთის მცენარეთა ფიზიოლოგიურ ჟურნალებში, ქ. კიშინიოვის მცენარეთა ზრდისა და მისი რეგულაციისადმი მიძღვნილ კრებულში (1985), თსუ-ის შრომებში; მონაწილეობდა სამეცნ. კონფერენციებში; იყო საზ-ება „ცოდნის“ პასუხისმგებელი მდივანი (1976-დან); მ. სააკაშვილის სახ. „მედიცინის ისტორიისა და ზოგადი თეორიის სამეცნიერო საზოგადოების“ გამგეობის წევრი და პროექტის მონაწილე (2004-2007).

თხზ.: ბაგრატიონი. ნ. (თანაავტორი). (1977) ზრდის ენდოგენურ ნივთიერებათა აქტივობა სიმინდის: (აჯამეთის თეთრი, ევერტა ნახევარკბილა თეთრი) აღმონაცენებში. თბ., თსუ შრომები, ტ.192, გვ. 77-83. Багратиони, Н. (1984). Динамика активности ауксинов, гибберелинов и природных ингибиторов роста в онтогенезе высокорослой и низкорослой кукурузы. Ж. Физиология растений, т. 31, вып.I, с. 27-31. Багратиони, Н. (1985). Ядерный и гормональный контроль за этапами онтогенеза растений. Сб. Рост растений и его регуляция. Кишинев, изд. Шитница; Багратиони, Н. (1986). Особенности ростовых реакций у проростков кукурузы высокорослого и низкорослого типа. Изд. АН СССР, Ж, Физиология растений, т. 33, вып. 2, с. 344-349; Багратиони, Н. (თანაავტორი). (1987). Активность ауксинов и ингибиторов роста тритикале сорта Восе I в связи спромежуточным укосом всходов осеннего посева. Сообщения АН ГССР, Моамбе, т. 128, вып. 2, №1, с. 97-100. ბაგრატიონი, ნ. (თანაავტროი). (1999). ფიტოჰორმონების აქტივობის ცვალებადობა ქრისტესისხლას ფოთლებში ონტოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. თბ., თსუ შრომები, ბიოლოგია, ტ. 319, გვ.11-14.