აზიკური ნაზი (ნანული) ექვთიმეს ასული (11.V.1946, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპ.), ეთნოლოგი. ისტ. მეცნ. კანდ. (1989), ისტ. დოქტ. (2007). თსუ-ის ივ. ჯავახშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, ქართ. ტექსტილის ჯგუფის მეცნ. კონსულტანტი (2003). დაამთავარა თსუ (1970). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის მეცნ. მუშაკი (1970-2006), უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2016). თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს საქართვ. ეთნოგრაფიაში (1980-2003).
ა. ნ. მუშაობდა საქართვ. ეთნოლოგიაში და იკვლევდა ქართ. ხალხ. ტრანსპ., მეცხვარეობას, ხალხ. ფეიქრობას, სოც. ურთიერთობებს.
ა. ნ.-ს რედაქტორობით გამოიცა მ. კანდელაკის „მეკოდეობა თუშეთში“ (1995), ტიტე მარგველაშვილის „კავკასია და ძველ აღმოსავლეთი“ (2017), „ქართული ნაქსოვი ორნამენტი ტრადიციული და თანამედროვე აქცენტები“ (2025), „კავკასიური ეტიკეტი ეთნოლოგიური ეტიუდები“ (2018). მიღებული აქვს ფოლკლორის ეროვნ. პრემია გამოყენებით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისა და ბოლო წლებში შექმნილი ნაშრომებისათვის (2011).
თხზ. აზიკური, ნ. (2002). ხმით ნატირლები. კავკ. სახლი. ISBN 978-999-28-71-23-7; აზიკური, ნ. (2019). ასი ველური მცენარე თუშეთიდან ტრად. და გამოყენების წესები (თანაავტ.). თუშეთის დაცული ტერიტ. მეგობართა ასციაცია. ISBN 978-9941-8-1763-2; Azikuri, N. (2021). Pandemic and Society – Changes and Challenges in Book: Impacts of Covid-19 on Societies and Economies (co-author). London, United Kingdom. IJOPEC. ISBN 978-1-913809-26-3; აზიკური, ნ. (2025). მგოსანნი გლოვისანნი. აკად. წიგნი. ISBN 978-0041-9936-1-9; აზიკური, ნ. (2025). აღმ. საქართვ. მთიელთა ტრად. ყოფა. კავკ. სახლი. ISBN 978-9941-9965-0-4