-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი ასოცირებული პროფესორი
ასათიანი რუსუდან ალექსანდრეს ასული (25.II.1952, თბილისი), ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკის ფაკ-ტი სპეციალობით „სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (1974) და თბილ. პირველი სამუსიკო პროფტექ. სასწავლებელი (1971). არის ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1981), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1999); გავლილი აქვს საერთაშ. სასერტიფიკატო კურსები: ბიენუალური საერთაშ. სიმპოზიუმის „ენა, ლოგიკა, გამოთვლები“ თანმხლები ტუტორები (1995-დან); კოლოკვიუმი „ენა, ლოგიკა, გამოთვლები“ (ამსტერდამი, 1997); „გაქრობადი ენების კომპიუტერული დამუშავება“ (ანკარა, 1999); „ტიპოლოგიური სკოლა-2“ (მოსკოვი, 2000); კოლოკვიუმი „ენა, ლოგიკა, გამოთვლები“ (ამსტერდამი, 2003), ELLS საზაფხულო სკოლა (საფრანგეთი, ნანსი, 2004); „ტიპოლოგიური სკოლა-4“ (მოსკოვი, 2005), საერთაშ. სკოლა-სემინარი „კულტუროლოგია და კოგნიტიური ლინგვისტიკა“ (სანქტ პეტერბურგი, 2006); ტრენინგი აკად. წერაში (ბაქო, 2014). ა.რ. არის თსუ-ის თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწ.-სამეცნ. ინ-ტის მოწვ. პროფესორი (1999-2006), ასოცირებული პროფესორი (2006-დან) და სწავლული მდივანი (2020), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2005-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1974-დან), ამჟამად – მოწვეული ასოცირებული მკვლევარი, სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (1994-2004), აზია-აფრიკის ინ-ტის ლექტორი (1991-2009), გორის სახ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2000-2005), საპატრიარქოს ა. პირველწოდებულის სახ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2006-2008), თბილ. ქართ.-გერმან. სკოლის „A-Z“ პედაგოგი (2000-2005), თსუ-ის საერთაშ. სასწ.-სამეცნ. ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ კოორდინატორი (1995-დან), საერთაშ. სემიოტიკური საზ–ების ქართ. ჯგუფის მდივანი (1998-1999), ამერიკ. სამეცნ. საზ-ების ASEEES წევრი (2013-დან), აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2003-2004), თსუ-ის P.10.07 N:7 სადისერტაციო საბჭოს წევრი (2004-2006). ა.რ. არის სხვადასხვა ადგილ. თუ საერთაშ. სამეცნ. საგრანტო პროექტების ხელმძღვ. და მონაწილე; თანამშრომლობს დასავლეთის უნ-ტებთან; წაკითხული აქვს ლექციები ამსტერდამის, ლუნდის, ბერლინის, პოტსდამის, ბილეფელდისა და გოტენბორგის უნ-ტებში; არის ბიენუალური საერთაშ. სიმპოზიუმის TbiLLC საერთაშ. საორგ. კომიტეტის თანათავმჯდომარე (1995-დან; მე-15 სიმპ. ჩატარდა წყალტუბოში, 2025) და საერთაშ. საზაფხულო სკოლების LL საორგ. კომისიის წევრი (ქუთაისი, 2025). ა.რ. ავტორია საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული 250-მდე სამეცნ. ნაშრომის; შედგენილი აქვს ქართ. ენის სახელმძღვანელოები უცხოელებისათვის (Georgian Language for Foreigners, Tbilisi: World Vision Foundation, 1996; ქართული როგორც მეორე ენა, 2023); ეწევა აქტიურ რედაქტორულ საქმიანობას. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო სიგელი ენათმეცნიერების დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2025). ა.რ. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალი; ზოგადი ენათმეცნიერება; აკად. წერა; ქართ. ენის სტრუქტურული ანალიზი, კოგნიტიური ენათმეცნიერება, მორფოსინტაქსის თეორია, ტექსტის ლინგვ., კომპიუტერული ლინგვ., ინფორმაციის ენობრივი სტრუქტურირება, საინფორმაციო სტრუქტურები, თანამედროვე სინტაქსური თეორიები, ლინგვოკრიმინალისტიკა, გამოყენებითი ენათმეცნ. ა.რ.-ის კვლევის სფეროებია: ქართ. და ქართველური ენების გრამატიკული სტრუქტურა და ტიპოლოგია, ზმნური კატეგორიების მორფოსინტაქსური ანალიზი, სინტაქსური სტრუქტურების გენერატიული მოდელი და ტიპოლოგია, წინადადების საინფორმაციო სტრუქტურა, ინფორმაციის აქტუალიზაციის ენობრივი მოდელები, ფსიქოლინგვისტიკა და კოგნიტიური ენათმეცნ. იგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა. ქართ. და ქართვ. ენები გააანალიზა ენათმეცნიერების თანამედროვე მეთოდებით, რაც იძლევა ენობრივი მასალის რეინტერპრეტაციისა და ახალი თეორიების ადგილ. სამეცნ. სივრცეში გავრცელების საშუალებას; ასევე, მისი საერთაშ. აქტივ. და ბიენუალური საერთაშ. სიმპოზიუმებისა თუ სკოლების ორგანიზება ხელს უწყობს ქართ. ენათმეცნ. სივრცეში ახალი თემატიკისა და ზოგადი ენათმეცნიერების თეორიების დამკვიდრებას, ამასთანავე, სტუდენტ-ახალგაზრდობის ცოდნის გაღრმავებასა და მათ სამეცნ. საქმიანობაში ჩართულობას.
თხზ.: ასათიანი, რ. (თანაავტორი). (2019). ინფორმაციის სტრუქტურირება და სამყაროს ენობრივი ხედვა: სომატური ლექსიკა ქართველურ ენობრივ სივრცეში. თბ., ახალი ხედვა. ISBN: 9789941479434; ასათიანი, რ. (თანაავტორი). (2016). ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის პრობლემები. თბ., ნეკერი. ISBN:9789941457401; ასათიანი, რ. (2011). ლაზურის გრამატიკის კონსპექტი. თბ., უნივერსალი. ISBN:9789941174674; ასათიანი, რ. (2009). ინფორმაციის სტრუქტურირება და ტექსტის აგება: პრაქტიკული რჩევები. თბ., ნეკერი. ISBN: 9789941788; ასათიანი, რ. (თანაავტორი). (2009). ინფორმაციის სტრუქტურირება. თბ., ნეკერი. ISBN: 9789941404726; ასათიანი, რ. (1994). ქართველურ ენათა ტიპოლოგიის საკითხები (გრამატიკულ კატეგორიათა სისტემაში დომინანტური კატეგორიის დადგენის თვალსაზრისით). თბ., მეცნიერება. ISBN: 552001535X; ასათიანი, რ. (1982). მარტივი წინადადების ტიპოლოგიური ანალიზი. თბ., მეცნიერება.