• კატეგორიები:
არზიანი ზაირა აკაკის ასული
არზიანი ზაირა აკაკის ასული

არზიანი ზაირა აკაკის ასული (07.VII.1948, თბილისი), ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი  (1972). დაიწყო მუშაობა თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1974-დან). იყო ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1978), შემდეგ გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის თანაშემწე (2016). არის სამეცნ. საგამომცემლო ჯგუფის ხელმძღვ. (2023). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Об оценке области  интегрирования при пересчетах  аномалий силы тяжести  во внешнее полупространство“ (Труды Инт-та геофиз. АН.ГССР, 1982); ,,თბილისისპირა რაიონში დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში სიღრმული რღვევების გამოვლენა სიმძიმის ძალი ანომალური და გეოელექტრული ველების ტრანსფორმანტების გამოყენებით“ (საქართვ. ნავთობი და გაზი, 2007); ,,საამშენებლო ობიექტებზე გეოფიზიკური კვლევების შედეგები“ (Journal of Georgian Geophys. Society, 2013, T. 16a); ,,Rezults of the investigation on the Building  territory“  (M. Nodia Institute of Geophysics Transactions, vol. 16a); ,,Investigtion of Karst surrounding by combining georadiolocation and vertical electrical sounding” (Georgian oil and gas., 2018); ,,საქართველოს შავი ზღვის სანაპირო პლაჟური ზოლის ნალექების შესწავლა ნაპირდამცავი ღონისძიებების შემუშავებისათვის“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, ტ.64).