-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
არველაძე მაია ბონდოს ასული (03.IX.1967, გარდაბანი), ფილოლოგი. აკად. დოქტორი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ–ტის ინგლისური ენის ფაკ–ტი (1989); საქართვ. მეცნ. აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ასპირანტურა, ტექსტოლოგიის სპეციალობა(1998); ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1999), აკად. დოქტორი (2006). მართვის ევროპ. უმაღლ. სკოლა ESM - ბიზნესის დაგეგმარების, ანალიზისა და ადმინისტრაციის სპეციალობა ESM BS-01-062-975 (2008). შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ტექსტოლოგიის სამეცნ. კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (2021). ქართ. ლიტერატურის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი (2017-2021); ტექსტოლოგიის სამეცნ. კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი (2009-2017); თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტის უცხო ენათა კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009); თბილ. ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტ. და ხელოვნების სახელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2005-2006); თბილ. ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტ. და ხელოვნების სახელმწ. უნ-ტის უცხო ენათა კათედრის დოცენტი (2004-2005); თბილ. კულტურის სახელმწ. ინ-ტის უცხო ენათა კათედრის უფრ. მასწავლებელი (2000-2004); თბილ. კულტურის სახელმწ. ინ-ტის უცხო ენათა კათედრის მასწავლებელი (1997-2000). საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1990-1997). ა.მ. არის თსუ–ის მიერ მოწყობილი რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი. ა.მ. არის რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ნ. ბარათაშვილის თხზ. აკად. ორტომეულის გამოცემის და ცხოვ. შემოქმ. ორენოვანი ციფრული მატიანეს მკვლევარი(2024-2026); ალ. ორბელიანის თხზ. აკად. ხუთტომეულის გამოც. მკვლევარი (2020-2023); გამოსაცემად მოამზადა ა. წერეთლის თხზ. სრ. კრებ. 20 ტომად: I-X ტ. (2009-2010) და XI-XX ტ. (2013-2016).
თხზ.:არველაძე, მ. (თანაავტორი). (2005). აკაკი წერეთლის პოემა პატარა კახი. თბ., „ცოდნა“, ISBN 99940-37-60-9; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2013). XIX-XX საუკუნის ქართველი მწერლების ეპისტოლური მემკვიდრეობა გრიგოლ ორბელიანი, ტ.IV(ნაწილი III). თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN978-9941-22-1866; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2014). აკაკი წერეთელი თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. V. თბ., საქართველოს მაცნე, ISBN978-9941-0-6232-2; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2015). აკაკი წერეთელი თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VIII. თბ., საქართველოს მაცნე, ISBN 978-9941-16-440-8; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2021). ტექსტოლოგიური ეტიუდები, სამეცნიერო კრებული. თბ., მერიდიანი, ISBN978-9941-34-125-0; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2023). აკაკი წერეთელი თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. XIII. თბ., საქართველოს მაცნე, ISBN 978-9941-16-838-0; არველაძე, მ. (თანაავტორი). (2023). ალექსანდრე ორბელიანი თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. I. თბ., სამშობლო, ISBN 978-9941-9865-8-1.