არსენაშვილი აკაკი იოსების ძე
არსენაშვილი აკაკი იოსების ძე

არსენაშვილი აკაკი იოსების ძე (26.IX.1950). დაამთავრა თბილ. 42-ე მათ. სკოლა (1967), მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1967-1972),   თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1975).  ა. ა. იყო საქართვ მეცნ. აკადემიის ბუნებისმეტყველების და ტექნიკურ მეცნ. ისტორიის საბჭოს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უკვე საქართვ. მეცნ. აკადემიის მართვის სისტემების ინ-ტის ოპტიმ მართვის განყ-ების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1975-1978), პოლონეთის მეცნ. აკადემიის მათ. ინ-ტთან არსებული ბანახის საერთაშ. ცენტრის მსმენელია (1979), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში მათ. კიბერნეტიკის სპეც-ით და მიენიჭა ფიზიკა-მათ. მეცნ. კანდ. კვალიფიკაცია (1987).  ა. ა.-მ დაამთავრა კიდევ ერთი თსუ-ის ბიზნესის ფაკ-ტი საბაჟო და საგადასახადო საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის სპეციალობითით (2001). იგი იმაღლებდა კვალიფიკაციას სემინარებსა თუ ტრენინგებზე საქართვ. და საზღვარგარეთ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე და პარალელურად აგრძელებდა პედ. მოღვაწეობას. იგი იყო: საქ. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გადამხდელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდების სამმართველოს უფრ. (1971-2002), თსუ-ის  გამოყენებ. მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ის დოცენტი (2002-2006), ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2008-დან).  ა. ა. აქტიურად მონაწილეობს საქართვ. და საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნ. გრანტებსა და პროგრამებში, თანამშრომლობს უცხოეთის უნ-ტთან:  ვარშავის, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი, ნანტის უნ-ტი და სხვ. გამოაქვეყნა   მრავალი ნაშრომი და სტატია:

თხზ.: არსენიშვილი, ა. (2000). (თანაავტორი). ეკონომეტრიკის საფუძვლები და წრფივი პროგრამირება. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9992877545; არსენიშვილი, ა. (2014). ოპერაციათა კვლევა ეკონომისტებისათვის. წრფივი პროგრამირება: ლექციების კურსი. თბ., მერიდიანი; Arsenashvili, A. (2023). Variable Structure Optimal Control Problem for the Economic-Political Systems. ეკონომიკა და ბიზნესი. ტ. 15, N 1. გვ. 131-141.