-
ავტორი
- კატეგორიები: კინოსცენარისტი
არგანაშვილი გია ნიკოლოზის ძე (02.IX.1956. დუშეთის რ-ნი), კინოსცენარისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. სახელმწ. კინოსა და თეატრის ინ-ტი (1987), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოლოგიის (ქართ. ლიტერატურის ისტორია) სადოქტორო პროგრამა (2023); ფილოლოგიის დოქტორი (2023). საქართვ. ტელევიზიისა და რადიოს სახელმწ. კომიტეტი (რედაქტორი-თავ–რის მოადგილე, 1979-1991), კინოსტუდია “კვალის” მთ. რედაქტორი (1989-1991), გაზ. “სამრეკლოს” მთ. რედაქტორის მოადილე (1992-1996), ტელეკომპანია მე-9 არხის მთ. რედაქტორი (1998-2000), ჟურნ. “სწავლა მოსწავლეთას” მთ. რედაქტორი (2000–2001), ინტერნიუსის მთ. რედაქტორი (2004 -2007), შპს “მასტერ მედია” მედია კორდინატორი (2010-2010), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (2018 -დან). ა.გ.-ს კვლევის სფეროა XXI და XX ს-ის ქართ. მწერლობა. იგი მუშაობს რომანტიკოსთა თაობის წამომადგენლების ალ. ჭავჭვაძის და ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაზე, ასევე კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლლების ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის და ი. გოგებაშვილის ნაწარმოებებზე. ა.გ. ქართ. ლიტერატურის მაგალითზე იკვლევს მედიაციის როლს მხატვრულ კონფლიქტში ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის შემოქმედებაში, ასევე ქართულ-აფხაზური ლიტ. ურთიერთობის ფონზე.
თხზ.:არგანაშვილი, გ. (2006). ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ. გამომც. მერანი, ISSN 99940-860-1-4; არგანაშვილი, გ. (2021). თურმანი. მოთხრობები, მინიატურები, ლექსები, პირადი მიმოწერა, წერილები. თბ., ISSN:978-9941-8-3556-8.