არჩვაძე ქეთევან ტრიფონის ასული
არჩვაძე ქეთევან ტრიფონის ასული

არჩვაძე ქეთევან ტრიფონის ასული (22.I.1965, თბილისი), ფიზიკოსი. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1989), დაამთავრა საქართვ. სას. აკადემიის ანთროპოლოგიის ფაკ-ტი (1990-1992), საქართვ. აგრ. უნ-ტის დოქტურანტურა კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკ-ტზე სპეციალობით მემცენარეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავება და შენახვა (2008–2012). დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ჰელიოსაშრობში ხილბოსტნეულის შრობის რაციონალური რეჟიმის დამუშავება მცირე ფერმერული მეურნეობისათვის“ და მიენიჭა სასურსათო ტექნ. აკად. დოქტორის ხარისხი (2012). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკ-ტზე (2015-2018). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2019-დან). მეცნ. ინტერესების სფერო: ახალი სახის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. მონაწილეობდა საგრანტო პროექტის შესრულებაში „მინერალური სასუქებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზები ახალი ტექნოლოგიის შემუშავებით“. ა.ქ. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: „Polyurethanes Based on Primary cord Type Diols“ (Oxidation Communications, 2024, 47(2), 220–228); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“ (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025, 69–81); „Synthesis Process Research of Urea-Formaldehyde Linear Oligomers when Carrying Out Polycondensation in a Solution to Obtain Biodegradable Nitrogen Fertilizers“ (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024, 139–144). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „ჰელიოსაშრობი მოწყობილობა“. 

თხზ.: Archvadze K. (თანაავტორი). (2022). Aromatic polyesters based on the norbornane type bisphenols.  LAP LAMBERT Academic Publishing,  2022-07-14, ISBN: 9786204981994; Archvadze K. (თანაავტორი). (2023). Research in the field of epoxy polymers card type.  LAP LAMBERT Academic Publishing, 2023, ISBN: 9786206790167.