-
ავტორი
- კატეგორიები: ფოლკლორისტი პროფესორი
არაბული ამირან დავითის ძე (20.III.1956, ყაზბეგი, სოფ. ჯუთა), ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი (1998), პროფესორი (1999). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1978) და საქ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1981). ა.ა. არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1980-2008), მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2009), ფოლკლორის განყ-ბის ხელმძღვ. (2025). საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ–ტის ქართ. ფოლკლორის სამეცნ.-კვლევითი ცენტრის ხელმძღვ. (2011); არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის“ აღმასრ. დირექტორი (2001–2009). არის მრავალი სამეცნ. წიგნის, კრებ. რედაქტორი, ჟურნ. „ლიტერატურული ძიებანის“ რედკოლეგიის წევრი (2000-2009). ა.ა.-ს ინტერესთა სფერო, ძირითადად, მოიცავს ფოლკლორისა და ლიტერატურის ურთიერმიმართების საკითხებს. იგი თანაავტორია მონოგრაფიებისა: „ვიცანი, ღმერთო სამყარო (ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე)“ (2021) და „შენდობით მომიხსენიეთ“ (2007). ა.ა. წლების განმავლობაში შეწყვეტილი ხალხ. პოეზიის საღამოების (იდეის ავტორები: ვ. კოტეტიშვილი, ა. ჭინჭარაული, თ. მირზაშვილი, დ. კიტია, ს. ლაფაური და სხვ.) განმაახლებელია ე. თათარაიძესთან ერთად. მიღებული აქვს ლიტ. პრემია „საბა“ (2008).
თხზ.: არაბული, ა. (2009). აღათო. თბ., უნივერსალი, ISBN: 978-9941-12-869-1; არაბული, ა. (2013). სულუქცევრად საკითხავნი. თბ., ინტელექტი, ISBN: 978-9941-446-42-9; არაბული, ა. (2016). (ისევ) სულუქცევრად საკითხავნი. თბ., ინტელექტი, ISBN: 978-9941-470-22-6; არაბული, ა. (2021). სიტყვის საკმელი. თბ., უნივერსალი, ISBN: 978-9941-33-047-6