-
ავტორი
- კატეგორიები: დოქტორი
არაბიძე ვახტანგ გიორგის ძე (25.II.1966, თერჯოლა); საქართვ. ტექ. უნ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი (1991); ინჟინერ-მშენებელი; ტექნიკურ მეცნ. კანდიდატი (2005); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ნაგებობათა აქტიური სეისმოდაცვის მოქნილღეროვანი სისტემები“ (2005). აკად. დოქტორი (2007); საქართვ. აგრარული უნ-ტის პროფესორი (2014); მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში ჯერ წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (2017), შემდეგ კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2024); არის 2 გამოგონების (პატენტის) ავტორი (2003, 2010).
თხზ.: არაბიძე, ვ. (1996). 1991 წელს მომხდარი რაჭის მიწისძვრის შედეგების ინჟინრული ანალიზი. თბ., მეცნიერება; არაბიძე, ვ. (2005). 2002 წლის 25 აპრილის თბ-ის მიწისძვრის მასალები. თბ., მერმისი; არაბიძე, ვ. (2005). ნაგებობათა აქტიური სეისმოდაცვის მოქნილღეროვანი სისტემები. თბ., საქართვ. ტექ. უნ-ტი; არაბიძე, ვ. (2011). 2009 წლის 8 სექტემბრის ონის მიწისძვრა. თბ., ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნ. ბიურო.