-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი აკადემიკოსი მეცნიერი
ანდრონიკაშვილი თეიმურაზ გიორგის ძე (23.VII.1928, თბილისი-27.II.2013, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1953); ქ. მოსკოვის სსრკ მეცნ. აკადემიის ნავთობის ინ-ტის ასპირანტურა (1957). ა. თ. იყო ქიმიის მეცნ. კანდ. (1957); ქიმ. მეცნ. დოქტორი (1972); თსუ-ის პროფესორი (1978-2000); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979); აკადემიკოსი (1988); საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987); სხვადასხვა დროს იყო თსუ-ის დოცენტი (1965–1968), საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1958 – 1975); მის მიერ დაარსებული ქრომატოგრაფიის ლაბორ. გამგე (1975-2005);ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1977-1990); ინ-ტის დირექტორი (1990-2003). საქართვ. ცეოლითური ასოციაციის თავ-რის მოადგილე (1977-2004), სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე (1992-2005); სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (1992–2000); საქართვ. მეცნ. აკად. ჟურნ. „მაცნეს“ ქიმ. სერიის მთ. რედ. (1989-დან). ა. თ.-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ქრომატოგრაფიის განვითარებას, ქრომატოგრაფიაში ცეოლითების გამოყენებას. მისი შრომები ძირითადად ეხება აირ-ადსორბციულ და აირ-თხევად ქრომატოგრაფიას. თანაავტორებთან ერთად მომზადებული რიგი შრომებისა ეძღვნება კაპილარულ ქრომატოგრაფიაში შემავსებლების, თხევადი კრისტალების გამოყენებას, აირადი ქრომატოგრაფიისათვის ახალი ტიპის მყარი სარჩულების შექმნას, ბუნებრივი ცეოლითების კვლევასა და გამოყენებას მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში:„Cation-modified silikalit-2 as a selective adsorbent for gas chromatography columns“ (Journal of Analytical Chemistry, 2007, 62(1), 12–15); „Natural zeolites as dehydrating agents for some organic solvents used in liquid chromatography“ (Russian Journal of Applied Chemistry, 2004, 77(12), 1939–1944); „About the expediency of application of natural zeolites for desiccation of organic solvents“ (Chemia Analityczna, 2002, 47(6), 951–956). მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის სახ. (1965), ა. თვალჭრელიძის სახ. (1987) და სსრკ მინისტრთა საბჭოს (1990) პრემიები, საქართვ. რესპუბლიკის დამს. მოღვაწის საპატიო წოდება (1978) და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
თხზ.: Андроникашвили, Т. (თანაავტორი). (1982). Жидкие кристаллы в капиллярной хроматографии, Тб., Мецниереба; Андроникашвили, Т. (თანაავტორი). (1985). Природные цеолиты, М.; Andronikashvili, T. (თანაავტორი). (2015). Zeolites – the unique desiccation agent for organic liquids. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN-10: 3659772402, ISBN-13: 978-3659772405.