ანანიაშვილი იური შალვას ძე
ანანიაშვილი იური შალვას ძე

ანანიაშვილი იური შალვას ძე (06.III.1951, სოფ. კოთელია, ახალქალაქის რაიონი).   დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი, სპეციალობით ეკონ. კიბერნეტიკა (1973), მოსკოვის ცენტრ. ეკონ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1974-1978).  ეკონ. მეცნ. კანდ. (1981). ა. ი.-მ მიიღო  ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1998) და მუშაობს თსუ-ში (1978). მისი  აკად.  კარიერა  უკავშირდება  თსუ-ის  ეკონომეტრიკისა  და   მათ. ეკონომიკის  მიმართულების  განვითარებას. მუშაობდა ასისტენტად (1978-1982), არის ეკონ. კიბერნეტიკის  დოცენტი (1982-1999), კათედრის პროფესორი  (1999-2006). ამავდროულად, იყო საქართვ. სახელმწ. საგეგმვო კომიტეტთან არსებული ეკონ. დაგეგმვისა და მართვის სამ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1980), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის პროფესორი და ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვ. (2006-დან). საქართვ. ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2012).  სამეცნ. ინტერესების ძირითადი სფეროა ეკონომიკის მათ. მოდელირება, მაკროეკონომიკის თეორ. და გამოყენებითი პრობლემები. გამოაქვეყნა 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, ავტორია ეკონომეტრიკისა და მაკროეკონომიკის მიმართულებით დაწერილი  მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების.  გამოქვეყნებულ ნაშრომებში გაანალიზებულია მათი ეკონ.-მათ. თვისებები და შემოთავაზებულია შესაბამისი ამოხსნის მეთოდები; შექმნილია ლაფერ-კეინზიანური სინთეზის კონცეფცია და მოდელი; აგებულია ზოგადი მაკროეკონომიკური წონასწორობის ორიგინალური მოდელი სექტორულ ჭრილში. შემოთავაზებულია არასრული ინფორმაციის პირობებში ბაზრის ეკონომეტრიკული მოდელის შეფასების მეთოდი და სხვ.  პროფ.   ა. ი. მონაწილეობდა საერთაშ. და ადგილობრივ სამეც. გრანტებში. იგი იყო ხელმძღვ. და სამეცნ. რედ. ქართულ ენაზე თარგმ. ორი უმნიშვნელოვანესი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოსი: „ჯ. მ. ვულდრიჯი. შესავალი ეკონომეტრიკაში” (2016); „ო. ბლანშარი. მაკროეკონომიკა” (2010). დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით (2021), ივანე ჯავახიშვილის მედლით (2016), ღირსების ორდენით, არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი ნაშრომთა ციკლისთვის “მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები” (2004), ასევე ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნ. ფორუმის გამარჯვებული ნაშრომისათვის: „არადაკვირვებადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისა და ანალიზის მოდელები“ (2014), მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით), ეკონომიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2023).

თხზ.: ანანიაშვილი, ი. (2002). მაკროეკონომიკა : დამხმ. სახელმძღვანელო: ნაწ. 1. თბ., უნივერსალი; ანანიაშვილი, ი. (თანაავტორი). (2003). მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები. თბ., მეცნიერება, ISBN: 9992805587; ანანიაშვილი, ი. (2008). ეკონომეტრიკა: სახელმძღვანელო: ნაწ. 1. თბ., სიტყვა, ISBN: 9789941008757; ანანიაშვილი, ი. (თანაავტორი). (2009). გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება: ლაფერ-კეინზიანური სინთეზი. თბ., სიახლე, ISBN: 9789994087549.

ლიტ.: ანანიაშვილი იური შალვას ძე. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები: 1993-2004. თბ., 2012, გვ.187.