ამირხანაშვილი ივანე შალვას ძე
ამირხანაშვილი ივანე შალვას ძე

ამირხანაშვილი ივანე შალვას ძე (03.III.1959, ქ. მცხეთა), ფილოლოგიის დოქტორი. ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1981) და საქ. მეცნ. აკად. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1983); დაიცვა დისერტაცია „დავით გურამიშვილის პოეტური წარმოსახვის თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)“ (1991); მუშაობს შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში ჯერ ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და შემდეგ უფრ. მეცნიერ თანამშრომლად 91983–დან). არის ამავე ინ-ტის რუსთველოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვ. (2009–დან). იყო გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“  კრიტიკის განყ-ბის გამგე (1986-2019), მთ. რედაქტორი (2019 -2025). ძვ. ქართ. ლიტერატურის კურსს კითხულობდა სოხუმის უნ-ტსა (1994-1995) და კულტურის ინ-ტში (1998-1999); მუშაობდა თსუ–ის პედ. კათედრაზე (2001-2005); იყო „ახალი ქართული გაზეთის“ განყ-ბის გამგე (1998), ჟურნ. „ცისკრის“ პროზის განყ-ბის გამგე (2004-2005), ჟურნ. „საგურამოს“ რედაქტორი (2004-დან), ჟურნ. „ჩვენი მწერლობის“ პროზის რედაქტორი (2007-2015), სამეცნ. კრებ. „რუსთველოლოგიის“ რედაქტორი (2012). იყო თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2016-2020); არის თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2014). პირველი სამეცნ. სტ. გამოაქვეყნა  საქ. მეცნ. აკად. ჟურნ. „მაცნეში“ (1987). ავტორია ოცდაათამდე სამეცნ. შრომისა და ათასამდე კრიტიკულ-ლიტ. სტატიისა, რ–ებიც გამოქვეყნებული აქვს გაზ.: „ლიტერატურულ საქართველოში“, „ახალი ქართულ გაზეთში“, „ქომაგი“, „ჩვენი მწერლობა“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და სხვ., ჟურნ.: „მნათობი“, „ცისკარი“, „ომეგა“, „საგურამო“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ჩვენი მწერლობა“; ალმანახ „პირველ სხივში“. მიღებული აქვს საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ახალგაზრდა კრიტიკოსისათვის (1993); წიგნისთვის „თეთრი ჯვრის ხეობა“ მიენიჭა გამომც. „ლომისისა“ და მწერალთა კავშირის პრემიები (1999); წიგნისთვის „ტკივილის დიალექტიკა“ გადაეცა ლიტ. პრემია „საგურამო“ (2004); „ლიტერატურული გაზეთის“ პრემია საუკეთესო კრიტიკულ-პუბლიც. სტატიისათვის (2012); პრემია „სხვიტორი“ ნომინაციაში „კრიტიკა-ესეისტიკა“ (2024).

თხზ.:ამირხანაშვილი, ი. (2003). ტკივილის დიალექტიკა, გამომც. საარი, ISBN-999-765-0-7; ამირხანაშვილი, ი. (2006). ქართული მწერლობა, საყმაწვილო ისტორია, . 1. თბ., დილა, ISBN 99940-811-8-7; ამირხანაშვილი, ი. (2010). ქართული მწერლობა. საყმაწვილო ისტორია, . 2. თბ., დილა, ISBN99940-811-1-1; ამირხანაშვილი, ი. (2011). თავისუფლების პარადოქსები. თბ., ინტელექტი, ISBN 978-9941-430-70-1; ამირხანაშვილი, ი. (2012). ქართული მწერლობა. საყმაწვილო ისტორია, . 3. თბ., დილა, ISBN 978-99940-8-6; ამირხანაშვილი, ი. (2014). დაკარგული ავტორის ძიებაში.  თბ., ინტელექტი, ISBN 978-9941-458-16-3; ამირხანაშვილი, ი. (2023). ფიქრების პანოპტიკუმი.  თბ., ინტელექტი, ISBN 978-9941-31-678-4.