-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ამირიძე ზურაბ სერგოს ძე (25.VI.1955, გორი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით (1979). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დიორგანოსულფიდების სინთეზი C2-C5 ალკანოიდების და 2-ჰიდროქსიეთილ-ალკილსულფიდების საფუძველზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1992). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ლაბორანტად (1979-1988), მეცნიერ თანამშრომლად (1986-1993), უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1986-2010). თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალები მიღება და კვლევა; ახალი სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: „Uptake of Copper and Zinc Ions by Georgian Natural Heulandite and Resulting Changes in Its Chemical Composition and Structure“ (Minerals, 2025, 15(9)); „Properties and Application of Georgian Natural Phillipsite“ (Inzynieria Mineralna, 2024, 53(1)); „Bactericidal Metal-Containing Adsorbents Prepared from Georgian Natural Zeolites“ (Advanced Polymer Structures Chemistry for Engineering Applications. 2023, Book Chapter); „Formation of Highly Dispersed Faujasites in Natural Aluminosilicate Gels“ (Protection of Metals and Physical Chemistry of SurfacesOpen source preview, 2021, 57(2)). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლის მიღების ხერხი“, მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. ეროვ. და საერთ. სამეცნ. ფონდის ISTC მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ძირითადი მონაწილეა (“ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლები ქაღალდის წარმოებაში”, “ქართული ბუნებრივი ცეოლითების ბაზაზე ნანოკრისტალური ბაქტერიციდული სორბენტების შექმნის შესაძლებლობის მეცნიერული დასაბუთება და შესაბამისი მექანიზმების კვლევა”, “Scientific substantiation of the possibility of creating new bactericidal zeolite filter materials for purification-decontamination of water from various sources“).