-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ამირანაშვილი ავთანდილ გიორგის ძე (20.I.1948, სოჭი, რუსეთი), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971), შემდეგ ასპირანტურა (1972). მუშობს თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტში და არის ჯერ უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1972, 1977), ხოლო შემდეგ უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1979). წლების განმავლობაში იყო: ატმ. გამოკვლევების სამეცნ.-ტექ. განყ-ბის გამგე (1981); ელჭექის ელექტრობის ლაბორ. გამგე (1986); ღრუბლების ფიზიკის განყ-ბის გამგე (1989); ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის გამგე (2006); სამხ. სამეცნ.–ტექნ. ცენტრი „დელტას“ მეცნ. კონსულტანტი (2014); თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016). დაჯილდოვებულია მედლებით: „შრომითი მიღწევებისათვის“ (1986) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მე-3 ხარისხის, 2020). არის საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2009).
თხზ.: Амиранашвили, А. (1988). Исследование вариаций атмосферного озона в Грузии, Результаты исследований по международным геофизическим проектам. М., МГК; Амиранашвили, А. (1991). Аэрозоли и ледяные кристаллы в атмосфере. Тб., Мецниереба; Амиранашвили, А. (1994). Содержание аэроионов и естественная радиоактивность воздуха в Цхалтубской пещере, 3. Тб., АН Грузии; Amiranashvili, A. (2005). Modern Climate Change in Georgia. Radiatively Active Small Atmospheric Admixtures, Institute of Geophysics:[Monograph]. M. Nodia Inst. of Geophysics of Georgian; ამირანაშვილი, ა. (2006). ჰავის თანამედროვე ცვლილება საქართველოში. ჰავის განსაზღვრული ზოგიერთი პარამეტრის რეჟიმი და მისი ცვალებადობა. თბ., საქართვ. მეცნ. აკად. გეოგრაფიის, გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინ–ტები; ამირანაშვილი, ა. (თანაავტორი). (2012). ფოტოქიმიური სმოგი თბილისში:[მონოგრაფია]. ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, ტ. LXIII, გვ.5-152; თბ., უნ–ტის გამ–ბა; Amiranashvili, A. (2017). History of Active Effects on Atmospheric Processes in Georgia. In the book: Essays of the History of Weather Modification in the USSR and the Post-Soviet Territory. Petersburg, RSHMU, 2017; ამირანაშვილი, ა. (2019). ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე. თბ., გამომც. მწიგნობარი; ამირანაშვილი, ა. (2023). ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართვ. პირობებში. თბ., გამომც. უნივერსალი; ამირანაშვილი, ა. (2025). კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი. თბ., უნ–ტის გამ–ბა.