-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ამაღლობელი არჩილ ნოდარის ძე (2.I.1962, თბილ. - 3.II.1993. სოფ. ახალშენი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1983). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად-ის ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში. ფიზ-მათ. მეცნ. კანდ (1992). მუშაობა დაიწყო იშვიათი დაშლის პრობლემებზე. ა. ა. როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნ. მიავლინეს იტალიაში ტრიესტის თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრში. ა. ა.-ს ნაშრომებისთვის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია გადაეცა (გარდაცვალების შემდეგ). მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ათმეთაურის თანამდებობაზე (1992). მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა სოფელ ახალშენთან. საქართვ. ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)