-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ალხაზიშვილი ლელა არჩილის ასული (18.VIII.1964, თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (2004). დაამთავრა ვ. მ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1981), თსუ-ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1986), მართვის თეორიის კათედრის ასპირანტურა (1989). თსუ-ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის მართვის თეორიის კათედრის უმცრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1995), ასისტენტი (1995-2006). თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). ა. ლ.-ს ხელმძღვანელობით დაცულია ერთი სადოქტორო დისერტაცია. მეცნ. კვლევების მიმართულებები: დაგვიანებულარგუმენტიანი ოპტიმალური ამოცანები, პროცესების მათ. მოდელირება, ევოლ. ალგორითმები.
თხზ.: Alkhazishvili L. (თანაავტორი). (2001). Necessary conditions of optimality for optimal problems with delays and with a discontinuous initial condition. Mem. Differential Equations Math. Phys. 22, pp.154-158; Alkhazishvili L. (2003). The linearized maximum principle for optimal problems with variable delays and continuous initial condition. Mem. Differential Equations Math. Phys. 29, pp.153-155; Alkhazishvili L. (თანაავტორი). (2022). The local formula of representation of a solution for a functional differential equation with the mixed initial condition considering perturbations of delays containing in the phase coordinates and in controls. Georgian Mathematical Journal, 29 (1),pp. 1–12.