-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ალადაშვილი დავით იოსების ძე (13.I.1949, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). იყო ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) იოფეს სახ. ფიზ.-ტექ. ინ-ტის ასპირანტი (1972-1975). გადიოდა სამეცნ. სტაჟირებას ვარშავის სახ. უნ-ტში და პოლონეთის მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში (1973-1974). ფიზ-მათ. მეცნ. კანდ(1975), -ფიზ-მათ. მეცნ. დოქტორი (1989). მიენიჭა დოცენტის (1979), პროფესორის (1990) სამეცნ. წოდებები. მუშაობა დაიწყო ფიზიკის ფაკ-ტზე (1975). იყო ნახევარგამტართა ს/კ ლაბ-ის მეცნ-თანამშრომელი (1975-1977), მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1977-1979), ამავე კათედრის დოცენტი (1979-1989), მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის პროფესორი (1989-2006). მუშაობდა პოლონეთის მეცნ. აკად. მაღალი წნევების ინ-ტში (1976). იყო ჩიკაგოს უნ-ტის მიწვეული პროფესორი (1989). იყო საერთაშ. საგანმან. პროგრამების კოორდინატორი საქართველოში (1994-2006). ძირითადი შრომები ეხება ნახევარგამტარების თვისებებზე ძლიერი ელექტრული ველის, იზოტროპული და ანიზოტროპული დეფორმაციების გავლენის შესწავლას ნახტომისებური და მინარეული გამტარებლობას. ა. დ. იყო არაერთი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე და მიწვეული მომხსენებელი (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი). იყო მრავალი საერთაშ. კვლევითი გრანტის და პროექტის ხელმძღვ, საერთაშ. სკოლა-სემინარების და კონფერენციების ორგანიზატორი. ორჯერ არის დაჯილდოვებული ღირსების ორდენით.