ახობაძე ლალი ტერენტის ასული
ახობაძე ლალი ტერენტის ასული

ახობაძე ლალი ტერენტის ასული  (15.VI.1943, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის  ფაკ-ტი (1966) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე სხვადასხვა პოზიციაზე. დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე  (1979-დან). ა. ლ. არის მრავალი საგრანტო პროექტის, ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ექსპერ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა; ა. ლ. არის 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „The Study of Angular Distributions of Pions in  (p, n, C) Collisions at a Momenta of 40 GeV/c“ (Bull. of the Georgian National Acad. of Sciences, vol.18, no.3, 2024; „Analysis of the inclusive spectra of pi- mesons from nucleus nucleus collisions in terms of light front variables“ (Phys. Atom. Nucl. 63, 2000; „Inclusive pi- p --> gamma Anything and pi- C-12 --> gamma Anything Reactions at 40-GeV/c“ (Bucharest-Budapest-Cracow-Dubna-Hanoi-Moscow-Sofiya-Tashkent-Tbilisi-UlanBator-Warsaw -- Collab., Nucl. Phys. B 83, 1974). ა. ლ იყო პროპანის (PBC-500) საერთაშ. თანამშრომლობის წევრი (რუსეთი, დუბნა, 1974-1995).