ახობაძე  მამია აპოლონის ძე
ახობაძე  მამია აპოლონის ძე

ახობაძე  მამია აპოლონის ძე (23.V.1933, სოფ. მიწაბოგირა, ახლანდ. სამტრედია - 15.V.2010,  თბილისი), ფერმწერი, პედაგოგი, საქართვ. დამს. მხატვარი (1978). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკ-ტი (1960). მონაწილეობდა ყველა შემოქმედებით, საერთაშ. გამოფენებში (1955-დან). იგი იყო მხატვართა კავშირის წევრი (1961-დან); გორის სამხატვრო სკოლის პედაგოგი (1962-დან).  თსუ-ის ხელოვნების კათედრის პროფესორი (1968-2005); ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანების ხელმძღვანელისა (1972-1992) და მხატვართა კავშირის მდივანი (1983-2003). ა. მ. იყო  მის მიერ შექმნილ „ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანების“ თავ-რე (1967-1982); მის სახელთან არის დაკავშირებული თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის, (1968-2005), ამჟამად თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ვიზუალური ხელოვნების მიმართულების სასწ.-სამეცნ. ინ-ტის დაარსება-ჩამოყალიბება. ა. მ. ემსახურა საქართველოში სამოქალაქო საზ-ების ჩამოყალიბებასა და განათლებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. სახვითი ხელოვნების განვითარებაში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ბათუმის პორტრეტი“ (1956), „შორეული რეისის წინ“ (1963), „ომის ტრაგედია“ (1965), „წუთიერი დუმილი“ (1969), „წარსულის მოგონება“ (1974), „ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტი“ (1961). შექმნილი აქვს ბუნების ამსახველი ნახატები: „აჭარის პეიზაჟი“ (1963), „ქართლი“ (1965), „ანასეული“ (1971), „არაგვის ნაპირებზე“ (1978), „ქართლის პეიზაჟები“ 1989–1990).