-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
აფხაზავა ილია სოლომონის ძე (15.X.1922, სოფ. ნიგვზიანი, ლანჩხუთის რ–ნი 22.III.1994). გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრაფიის მეცნ. კანდ. (1964), დოცენტი. ა. ი. ჩაირიცხა თსუ–ის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკ–ზე (1938), ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის სპეციალობაზე. იყო საბჭოთა არმიის რიგებში (1941-1947). თსუ-ის დაასრულების შემდეგ (1950) ისწავლა ასპირ-ში ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათ-ზე (1950-1953). მუშაობდა გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკ–ის დეკანის მოადგილედ (1953-1956), ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის კათედრაზე (1954-1957) და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1957-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ–გეოგრაფიული დახასიათება“ (1964), რ-შიც მოცემულია არაგვის აუზის გეოლ. აგებულება, რელიეფა, კლიმატური პირობები, ჰიდროლ. ობიექტები, მცენარეული საფარი, ფაუნა და ნიადაგები. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათგან 66 გამოქვეყნებული კვლევა ეხება ჰიდროლოგიის, ფიზ. გეოგრაფიის და გეომორფოლოგიის საკითხებს; აგრეთვე პალიასტომის ტბის ეკოლ. წონასწორობის აღდგენის პრობლემებს, კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის ჰიდროგრაფიულ თავისებურებებს, საქართვ. ტბების სამეურნ. მნიშვნელობასა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს („ტბები - ჩვენი ბუნების მშვენება“, თბილისი, 1969). ჩაატარა ჩრდ. კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში ა. ი.-ს პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ლიმნოლოგიური კვლევები. რუს. ენაზე გამოიცა მისი მონოგრ. „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“, 1975), რ-იც ეფუძნება 1960–1974 ჩატარებულ მრავალწლიან საველე გამოკვლევებს. საველე სამუშაოები ტარდებოდა უმთავრესად თბილ ნახევარწელში. მათი მიზანი იყო ტბიური ქვაბულების გენეზისის, მორფოლოგიის და მორფომეტრიის დადგენა, წყალსაცავთა საზრდოობისა და თერმიკის კვლევა, ტბების დონებრივი რეჟიმის განსაზღვრა. დაგროვდა მასალები ფლორასა და ფაუნაზე, აგრეთვე ტბების წყლების ქიმიზმზე. ა. ი. მუშაობდა ქართ. საბჭ. ენციკლოპედიაში და გამოაქვეყნა მრავალი სტატია საქართვ. მდინარეებისა და ტბების შესახებ. მონაწილეობდა „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 1974). იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი; თანამშრომლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის შრომებსა და საქართვ. გეოგრ. საზ-ბის შრომებში. 2010 გამოიცა მისი მონოგრაფია „საქართველოს ტბები“. ეწეოდა პედაგ. მოღვაწეობას თსუ–ში და სულხან–საბა ორბელიანის სახ. პედაგ. ინ-ტში. კითხულობდა კურსებს ფიზ. გეოგრაფიასა და ზოგად ჰიდროლოგიაში.
მასზე: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება.