-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ადამია შოთა ალექსანდრეს ძე (25.I.1929, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოლოგია-მინერალოგიის ფაკ-ტი (1948); გეოლოგი; დაამთავრა ასპირანტურა. იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1953-1971); არის გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდინარე პატარა ლიახვის აუზსა და დუშეთის მერიდიანს შუა“ (1958); გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„Доюрские образования Кавкаяа“ (1970); იყო: ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინ-ტის განყ-ბის ხელმძღვ. (1971-1976); ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1976-1988); ინ-ტის დირექტორი (1988-1995); გეოლ. მომსახურების ცენტრის დირექტორის მოადგილე (1996); თსუ-ის პროფესორი (1993-2012); საქართვ. გარემოს დაცვის მინისტრი (1992-1995); ა (ა)იპ გეო-ეკო-ტაო-ს დირექტორი (2001); ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2008-2011); მუშაობს თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2015-დან); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015). ა. შ. არის საქართვ. გეოლ. (2004), სეისმოაქტიური სტრუქტურების (2008), კავკასიის გეოლ. (2010) და მაგმური ფორმაციების რუკების ავტორი (2015). მიღებული აქვს: სსრკ ღირსების ორდენი(1998); საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ჯანელიძის სახ. პრემია (1986). იყო: სსრ კავშირის ტექტონიკური კომიტეტის წევრი (1982); საქართვ. გეოლოგიური საზ-ების პრეზიდენტი (1991-1996), საქართვ. საბუნებისმეტყველო აკად. აკადემიკოსი (1994); საერთაშ. ლითოსფეროს პროგრამის წევრი (ILP, 2018); ჟურნ. GEOLOGICA BALCANICA რედკოლეგიის წევრი (სოფია, ბულგარეთი, 2000-დან); მიიღო საქართვ. განათლების სამინისტროს სიგელი - მეცნ. განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის (2023); დაჯილდოებულია უნ-ტის ოქროს მედლით (2019). არის 6 სახელმძღვანელოს, 5 მონოგრაფიის და 345 სტატიის ავტორი: ,,Tectonics of the Caucasus and adjoining regions: implications for the evolution of the Tethys ocean“ (Journal of Structural Geology, 1981); ,,Paleotethys, Mesotethys, Neotethys: different oceans or stages of evolution of the Tethys ocean. In: Geology and ore deposits of the Caucasus“ (Proceed., Geological Institute Ac. Sci., Georgia, new series, iss 99, 1989); ,,Problems on the Paleozoic geodynamic domains and their Alpidic evolution in the Caucasus” (In: Geol. Soc. Greece, Sp. Publi, № 1, IGCP project № 276, Newsletter 1, 1989); ,,Great Caucasus (Cavcasioni): A Longlived North Tethyan Back- Arc Basin” (Turkish Journal of Earth Sciences, Geology of the Circum-Black Sea Region – Part A Caucasus, volume 20, 2012); ,,საქართველოს ლითოსფეროს გეოლოგია, სიღრმული აგებულება, გეოდინამიკა და ევოლუცია“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, 2020).
თხზ.:ადამია, შ. (რედ.) (1998). გეოტექტონიკა : პროგრამა (გეოლ. და გეოფიზ. სპეც. მე-4 კურსის სტუდენტებისათვის). თბ., უნ-ტის გამ-ბა.