აბულაძე ცისანა ალექსანდრეს ასული (16.VI.1933, ქუთაისი), თურქოლოგი, ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის კონსულტანტი (2020); ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნ-ტის ემერიტუსი, თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვ. (2014). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1956), ფილოლ. მეც. კანდ. დისერტაციის თემა: „თურქული ლექსიკური მასალა სულხან-საბა ორბელიანის ქართულ ლექსიკონში“(1964); ისტ. მეცნ. დოქტორი. დისერტაციის თემა: საქართველოს ისტორიის XV-XVIII საუკუნეების ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები“ (1990). ა. ც. მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში (1956-1958), კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში (1959); იყო თსუ-ის მოწვეული დოცენტი (1957-1975), თსუ-ის მოწვეული პროფესორი (1986-1992; 2010-2022), ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნ-ტის პროფესორი (1991-1995) და თურქოლოგიის კათედრის გამგე (1995-2005). ა. ც. თსუ-ში კითხულობდა შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენა; ოსმალური ენა; საქართვ.ისტ.-ის ოსმალური წყაროები; ოსმალური პალეოგრაფია და დიპლომატიკა; თურქეთის ისტორია. ა. ც.-ს კვლევის სფეროებია: ქართ.-თურქ. ენობრივი კონტაქტები; ოსმ. პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის პრობლემური და კერძო საკითხები; ოსმ. დოკუმენტები საქართვ. შესახებ; იერუსალიმის ქართ. მონასტრებისა და ქართ. თემის ისტორიის ამსახველი ოსმ.ი დოკუმენტები.
თხზ.: აბულაძე, ც. (1968). სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები. თბ., მეცნიერება; აბუ-ლაძე, ც. (თანაავტორი). (1969). კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი. თბ., მეცნიერება; აბულაძე, ც. (მთარგმნელი). (1975). გურჯიზადე. თბილისის დაპყრობის წიგნი. თბ., მეცნიერება; აბულაძე, ც. (1979). ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი: 1694-1732 წწ. თბ., მეცნიერება; აბულაძე, ც. (მთარგმნელი). (1983). თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. თბ., მეცნიერება; Abuladze, Ts. (1984). Eine Osmanische Quelle des Jahres 1725 über die Eroberung Khartli’s durch die Türken. Journal of Turkish Studies. Harvard; აბულაძე, ც. (1989). საქართველოს ისტორიის XV-XVIII საუკუნის ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები. თბ.; Abuladze, Ts. (2011).Ottoman Documents from Georgian Monastic Community in the Holy Land.Ankara.